ენმ-ის ლიდერებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცებს პატივი მიაგეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცებს პატივი მიაგეს.„რუსეთმა სამხედრო ტერორისტული ოპერაცია დაიწყო და შემდგომ სრულმასშტაბიანი აგრესია განახორციელა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. 600-მდე ადამიანი დაგვეღუპა, არაერთი დაიჭრა და დასახიჩრდა. არასდროს ჩვენ ამას არ ვაპატიებთ.დღეს შემიძლია ერთი რამ გითხრათ, რუსეთის ფედერაციის ინტერესი და მთავარი მიზანი მაშინ საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დამუხრუჭება იყო, საქართველოს სუვერენული პოლიტიკის გადამისამართება მოსკოვზე და თუ ამას მოახერხებდნენ მისი შეიარაღებული ძალები, ჩვენი სახელმწიფოს განადგურება. ვერცერთ ამ ამოცანას რუსეთმა ვერ მიაღწია. რადგან მას ქართველი ერი და ჩვენი შეიარაღებული ძალები აღუდგა. ის ვაჟკაცები, რომლებიც ახლა აქ, მუხათგვერდზე განისვენებენ“ - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ.

ესაა გზავნილი, რომ დროა ქვეყანაში ფუნდამენტური პოლიტიკური ცვლილებები განხორციელდეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ვისგანაც ჩვენ ყველაზე დიდ ფინანსურ დახმარებს ვიღებთ, მაგრამ ამ დახმარების მისაღებად სჭიროა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ხელისუფლბამ შეწყვიტოს პოლიტიკური ოპონენტებისა და მედიის დევნა, ასევე 2020 წლის ოქტომბრის არჩევნები ჩაატაროს სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში. „ივანიშვილი და მისი პოლიტიკური რეჟიმი, ამ უკანასკნელ თვეებშიც კი, რაც მათ სახელმწიფო მმართველობაში ყოფნისთვის დარჩათ, ახერხებენ და გამოუსწორებელ დარტყმას აყენებენ ჩვენ სტრატეგიულ ურთიერთობებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ასევე, თითოეულ ჩვენი მოქალაქის ინტერესს. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ, მთელი დღის მანძილზე, ჩვენ გვესმოდა ურცხვი ტყუილები საგარეო საქმეთა მინსიტრისგან, იმის თაობაზე რომ საერთოდ ბუნებაშიც არ არსებობს პროექტი, რომელიც ფინანსურს სანქციებს ითვალისწინებს, რეალურად გუშინ კონგრესის ყველაზე გავლენიანმა კომიტეტმა სანქციებთან დაკავშირებული კანონპროექტი მიიღო. რას ნიშნავს ეს გზავნილი - პირველ რიგში აშშ რჩება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ მოკავშირედ, მაგრამ, ამავე დროს, რამდენადაც ივანიშვილს დაკარგული აქვს ნდობა, ეს ფინანსური სანქცია არის გზავნილი რომ დროა ქვეყანაში სერიოზული და ფუნდამენტური პოლიტიკური ცვლილებები განხორციელდეს. ეს ცვლილებები ხალხმა უნდა განახორციელოს თავისუფალი და სამართლიანი არჩვნების გზით.“

მივმართავ ყველას,  ერთად აღვუდგეთ წინ ივანიშვილის სურვილს მოახდინოს მედიის უზურპაცია

„21-ე საუკუნის დიქტატურა, რომელსაც ყველანი ერთად უნდა აღვუდგეთ წინ“ - ასე აფასებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტს.„ქვეყანაში დიქტატურა კანონდება. ის ცვლილებები, რომელიც  გუშინ პარლამენტში დარეგისტრირდა, სხვა არაფერია, თუ არა დიქტატურის დაკნონება. ამით კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას უფლება ენიჭება ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, ნებისმიერ მედიაში დროებითი მმართველი დანიშნოს და ამ მმართველსაც თავის მხრივ განუსაზღვრელი უფლებები გააჩნია.  მათ შორის ისიც, რომ მედიასაშუალების აქციების პაკეტი გაყიდოს. ეს ის მეთოდებია, რომლითაც თავის დროზე, ვლადიმერ პუტინმა, მთელი რუსული მედია დაიმორჩილა და ბიძინა ივანიშვილიც ამავე გზას ადგას. ეს არის 21-ე საუკუნის დიქტატურა.  ჩვენ ყველას კარგად გვაქვს ნანახი როგორ დაასრულეს დიქტატორებმა, ამის არაერთი მაგალითი გვაქვს ნანახი.წელს არის უმნიშვნელოვანესი არჩევნები. არჩევნები, რომელმაც უნდა განსაზღვროს ჩვნი ქვეყნის მომავალი. ამ არჩევნებში დიდი როლი თავისუფალ მედიას ეკუთვნის.  მთელი ამ 8 წლის განმავლობაში, ყველანი ვხედავდით როგორ ებრძოდა ივანიშვილი თავისუფალ მედიას, რომელიც მისი გავლენის ქვეშ არ იყო. დღემდე მიმდინარეობს სამართელრივი პროცესები. ამ ახალი კანონით კი, ხელისუფლებას ეძლევა ბერკეტი, სასამართლოების გარეშე დააწესოს ცენზურა.ახლა, როცა ასეთი საშიშროების წინაშე დგას ქართული მედია, დუმილი დანაშაულია. მივმართავ ყველას,  ერთად აღვუდგეთ წინ ივანიშვილის სურვილს მოახდინოს მედიის უზურპაცია. „

ან დავამარცხებთ კორუმპირებულ რეჟიმს, ან საქართველოსა და ჩვენს მოქალაქეებს უკიდურესი სიღარიბე ელოდებათ

„ოქტომბერში, ივანიშვილის კორუმპირებულ რეჟიმს ან დავამარცხებთ, ან საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ელოდება უკიდურესი სიღარიბე, თავად ქვეყანას კი საერთაშორისო იზოლაცია“ - ასე ეხმაურება საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილის ვაშინგტონის გზავნილს.„დღეს, ჩვენ, ვაშინგტონიდან უკიდურესად საგანგაშო ინფორმაცია მივიღეთ -  ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა, ბიძინა ივანიშვილის კორუფციული და ავტოკრატიული რეჟიმისთვის სანქციები უკვე დააწესა. კონკრეტულად, კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოსთვის   დახმარების გაცემა შეაჩერა მანამ, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებას  არ მოისმენს ქვეყნაში არსებულ  კორუფციასთან და დემოკრატიასთან დაკავშირებულ მდგომარეობაზე.მინდა გავნვმარტო ეს რას ნიშნავს მოქალეებისთვის, ეს ნიშნავს, რომ როცა ქვეყანაში უმძიმესი კრიზისია და მსოფლიოშიც იგივე მდგომარეობაა, ამ ფონზე ივანიშვილის კორუმპირებული მმართველობა საფრთხეს უქმნის  იმას, რაზეც ჩვენ დღეს ბევრად მეტად ვართ დამოკიდებულები ვიდრე ოდესმე - დახმარებას დასავლეთისგან, ჩვენი სტრატეგიული მოკავშირისგან.მინდა ავღნიშნო, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის 30 წლიანი ურთიერთობების განმავლობაში,  მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მოგვისმენია კრიტიკა ამ თუ იმ საკითხზე.ივანიშვილის მიერ ქვეყანაში დამყარებულმა კორუფციის მასშტაბმა შეუძლებელი გახადა დახმარების მიტანა ადამიანებამდე. კორუფცია ჭამს ჩვენს მომავალს და იმ დახმარებას, რომელსაც ჩვენი მეგობრები გვაძლევენ.ოქტომბერში ივანიშვილის რეჟიმის დასრულება მშვიდობიანი არჩევნების გზით სიკვდილ სიცოცხლისთვის ბრძოლის საქმეა. ან დავამარცხებთ კორუმპირებულ რეჟიმს, ან საქართველოსა და ჩვენს მოქალაქეებს უკიდურესი სიღარიბე და საერთაშორისო იზოლაცია ელოდებათ. ესაა გზავნილი, რომელიც დღეს ჩვენ ვაშინგტონიდან მივიღეთ. აღსანიშნავია რომ ამის პარალელურად კონგრესში პერსონალურად ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე მიმდინარეობს განხილვა.“

აბიტურიენტებისთვის, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ დაუშვეს, ალტერნატიული თარიღი უნდა დაწესდეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განათლების სამინისტროს მოუწოდებს იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ დაუშვეს, მისაღები გმაოცდების ალტერნატიული თარიღი ჩანიშნოს, რათა ახალგაზრდებს წელი არ გაუცდეთ.ამასთან, როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს წარმომადგენელმა დიმიტრი შაშკინმა ისაუბრა, ოტლმბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ენმ გააგრძელებს დაწყებულ რეფორმებს და აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ თავად შეარჩიონ როგორც საგამოცდო თარიღები, ასევე ადგილმდებარეობაც.„დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები და როგორც მოსალოდნელი იყო, რამდენიმე აბიტურიენტი, ტემპერატურის გამო, საგამოცდო ცენტრებში  არ დაუშვეს. ასეთი ბავშვების რაოდენობა კიდევ გაიზრდება.როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც „ქართული ოცნება“ არაფერს არ ეუბნება მოსახლეობას, და ამ ბავშვებს აკარგვინებენ 1 წელს. ჩვენ მოვითხოვთ, რომ განათლების სამინისტრომ სასწრაფოდ გამოაცხადოს ალტერნატიული თარიღები ყველა იმ აბიტურიენტისთვის, რომლებიც სხვადასხვა ჯანმრთელობის მიზეზების გამო გამოცდაზე არ იქნა დაშვებული. ესაა მარტივად გასაკეთებელი. აგვისტოში შესალებელია ალტერნატიული თარიღის განსაზღვა. ჩვენ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ვპირდებით მოსახლეობას, რომ ოქტომბერში, გამარჯვების შემდეგ, ერთ-ერთი პირველი, რასაც განათლების სისტემაში გავაკეთებთ, ესაა საგამოცდო სისტემის რეფორმირება და ისეთის შექმნა, რომელიც აბიტურიენტებს საშუალებას მისცემს  ერთიანი ეროვნული გამოცდები სწელიწადში სამჯერ ჩააბარონ. ასევე, აბიტურიენტებს საშუალება მიეცემათ გამოასწორონ თავიანთი შედეგი და თვითონ აირჩიონ როგორც დრო, ასევე დგილი გამოცდებისთვის.“

მთავრობამ უნდა უპასუხოს სპორტდარბაზებში დასაქმებულებს - როდის შეძლებენ მუშაობის განახლებას

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წარმომადგენელი დიმიტრი შაშკინი, ფიტნეს და სპორტ დარბაზებში დასაქმებული, ამჟამად უმუშევრად დარჩენილი 900-მდე ადმაიანის მოთხოვნას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ, მინიმუმ  ამ ადამიანებს უნდა უპასუხოს და უთხრას -როდის შეძლებენ მუშაობის განახლებას. “ქართული ოცნების მმართველობის სტილი ხალხის იგნორია. ძალიან ცოტა დრო დარჩათ ხელისუფლებაში ყოფნის და გააორმაგეს ჯიბეების გასქელება. მათ ხალხის პრობლემების მოსასმენადაც კი არ რჩებათ დრო.   ბოლო თვეების განმავლობაში ორჯერ ჩატარდა საპროტესტო აქცია. ასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში.  ისინი ითხოვდნენ ერთადერთ რამეს - პასუხს იმ პრობლემაზე, რომელიც აწუხებთ. ეს ხალხი არ მოიხმარს ნარკოტიკებს, არ იპარავს, არ ძარცვავს ბიუჯეტს, თავიანთი რთული შრომით ცდილობენ შეინახონ ოჯახები.  დაახლოებით 900 ადამიანი დასაქმებული იყო ფიტნეს და სპორტულ ცენტრებში და უკვე 3 თვეა უმუშევრები არიან. მათ არ ჰყავთ ოჯახები, რომლებიც საქართელოს მთავრობის მინისტრებისგან განსხვავებით,  მილიონებს ჩუქნიან. ისინი თავისი შრომით ცდილობენ ოჯახების შენახვას.ეს ხალხი ითხოვს ერთადერთ რამეს-  გასცენ პასუხი, როდის შეძლებენ მუშაობის განახლებას. რატომაა ევროპაში და ამერიკაში, სადაც პანდემიის მხრივ გაცილებით რთული ვითარებაა, სპორტდარბაზები გახსნილი?! ექიმების მოთხოვნებისა და რეკომენდაციების დაცვით ეს დარბაზები მუშაობენ და რატომ ვერ ახერხებს იგივეს საქართველოს ხელისუფლება?! რატომ მისცეს დარბაზებს უფრო მეტი რისკ დატვირთვა, ვიდრე საზოგადოებრივ ტრანსპორტს, სავაჭრო ცენტრებს, ბაზრებს?!უნდათ პასუხის მიღება, მათი მოთხოვნა დარბაზების ხვალვე გაიხხნა კი არა, არამედ უბრალოდ პასუხია - როდის შეძლებენ და რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ უსაფრთხოდ იმუშაონ.მთავრობამ მათ პასუხი უნდა გასცეს ან შესთავაზოს ადეკვატური კომპენსაცია. „

ენმ მთელს საქართველოში