უკრაინამ ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა დაასანქცირა.

უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ სანქციების ნუსხაში შეიყვანა ანუ დაასანქცირა ბიძინა ივანიშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა. ეს არის პირდაპირი გზავნილი, რომ ივანიშვილი და მისი გარემოცვის დასანქცირება მოხდა ზუსტად მათი რუსული კავშირების გამო. ყველა ამ ადამიანზე არსებობს კონკრეტული ინფორმაცია და ეს კონკრეტული ინფორმაცია თავისი სქემებით დამუშავდა ანტიკორუფციული სააგნეტოს მიერ.უკრაინის მიერ ივანიშვილის, ხიდაშელის, მამაცაშვილების, რუხაძის და აშ დასანქცირება არის პირველი ნაბიჯი დიდი საერთაშორისო საქნციების. უკრაინას პარტნიორული ურთიერთობები აქვს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებათნ და, რა თქმა უნდა, ყველა ინფორმაცია გადაცემულია ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტიორებისთვის.უკრაინის მიერ ივანიშვილის და მისი გარემოცვის ოფიცილაური სანქციებში შეყვანა ადასტურებს კიდევ ერთხელ იმ ფაქტს, რომ ივანიშვილი არის რუსული გავლენების ოლიგარქი. მისი და მისი გარემოცვის საქმიანობა და რუსეთთან კავშირი არის საფრთხე უკრაინისთვის და უკრაინის გამარჯვებისთვის.ინფორმაცია მარტო ამ ადამიანების გარშემო არ შემოიფარგლება. ნებისმიერი მთავრობის, პარლამენტის ან ბიზნესის წარმომადგენლი, რომელიც აქტიურად ეხმარება ივანიშვილს რუსული გავლენის გასაძლიერებლად მოხვდება სანქციების ნუსხაში.უკრაინა ბიძინა ივანიშვილისა და მისი უახლოესი გარემოცვის დასანქცირებას ითხოვს. უკრაინამ 15 კაციანი სია გამოაქვეყნა, სადაც ოლიგარქთან ერთად მოხვდა, ალექსანდრე ივანიშვილიც.სრული სია ასე გამოიყურება:1 - ბიძინა ივანიშვილი,2 - ალექსანდრე ივანიშვილი,3 - ქეთევან ხარაიძე4 - ირაკლი რუხაძე5 - გიორგი კაპანაძე (რიჟა)6 - უჩა მამაცაშვილი7 - ტათე მამაცაშვილი8 - ალექსეი პოლტავჩენკო9- ვანო ჩხარტიშვილი10 - დავით ხიდაშელი11 - სულხან პაპაშვილი12 - დიმიტრი კორჟაევი13 - დიმიტრი ტროიცკი14 - ლევან ვასაძე15 - ოთარ ფარცხალაძე

დეკანოიძე: სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია

"სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მხოლოდ კონკრეტულად მისი ოჯახის წევრების, პარტიის, მეგობრების ან მისი მხარდაჭერების მთავარი გამოწვევა, ეს არის სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა" - აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ ისაუბრა.მისივე თქმით,  და ამ გამოწვევას თუ სახელმწიფო და საზოგადოება არ გაუმკლავდა ისე, როგორც არის საჭირო, შედეგები უმძიმესი იქნება."მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაცია, რომელზეც ისაუბრა ჩემმა კოლეგამ და მეგობარმა თემურ ჯანაშიამ, მაგრამ მინდა აუცილებლად ხაზი გავუსვა იმას, რომ დღეს მან მოინახულა მიხეილ სააკაშვილი და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად დამძიმებული და ესაჭიროება სასწრაფოდ გადაუდებელი არა მხოლოდ შეფასება, არამედ ჩარევა. მე ვესაუბრე თემურ ჯანაშიას რამდენჯერმე, ასევე მქონდა საუბარი იმ ადამიანებთან, ვინც ჩართულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებასთან და ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ რეალურად მისი ყველა პარამეტრი, რომელიც უნდა იყოს მთავარი განმსაზღვრელი ადამიანის ჯანმრთელობის განმსაზღვრელი არის სამწუხაროდ ძალიან მძიმე და ეს უპირველეს ყოვლისა არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა.გარდა ამისა, მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა შემდეგი, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ არის თავიდან ბოლომდე ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რეალურად უკავშირდება სწორედ იმას, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვერ შეძლო ხელისუფლებამ უზრუნველყოფა გაეკეთებინა იმის, რომ დამოუკიდებელ, საერთაშორისო ექსპერტებს გაეკეთებინათ ის შეფასება, რომელიც არის აუცილებელი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის. გარდა ამისა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მათ საზოგადოება კვებეს მხოლოდ პროპაგანდით, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იმსახურებს რეალურად რაიმე სახის შეშფოთებას, რაც არის ტყუილი, რადგან ჩვენ თავიდანვე ვითხოვდით, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისი გადაყვანა და სასჯელის გადავადება მომხდარიყო სწორედ ჩართულობით იმ ექსპერტების, რომლებსაც ახლა არ უშვებენ.მე მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ რეალურად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მხოლოდ კონკრეტულად მისი ოჯახის წევრების, პარტიის, მეგობრების ან მისი მხარდაჭერების მთავარი გამოწვევა, ეს არის სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა და ამ გამოწვევას თუ სახელმწიფო და საზოგადოება არ გაუმკლავდა ისე, როგორც არის საჭირო, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან მძიმე.მოვითხოვთ და მინდა ასევე ხაზი გავუსვა, რომ ექსპერტს ამ დრომდე არ აქვს საშუალება შევიდეს. მე რამდენიმე დღის წინ მოვითხოვე ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრა, მაგრამ სამწუხაროდ ბიუროკრატიული პროცედურების გაწელვის გამო, დღემდე ამ ადამიანს, რომელიც სარგებლობს ძალიან მაღალი რეპუტაციით, არ აქვს საშუალება შევიდეს და მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი და ვიმეორებ, განსაკუთრებით ახლა, რაც ჩვენმა კოლეგამ ესეთი შემშფოთებელი ინფორმაცია გამოიტანა და ამ შემაშფოთებელი ინფორმაციის არავითარი უგულებელყოფა ექიმებისგან არ მოგვისმენია, არის ნიშანდობლივი. მისი გადაყვანა, გადარჩენა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნება აუცილებელია და ეს უნდა იყოს დღეს საზოგადოების კონცენტრირების მთავარი, უპირველესი ამოცანა. დამატებითი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე ექსპერტს უნდა მიეცეს საშუალება შევიდეს და მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი. ამ ვითარებაში, დღეს, როცა მთელი ჩვენი კონცენტრირება მიმართული იქნება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქმის კურსში ჩავაყენოთ უფლებადამცველი ორგანიზაციები, საერთაშორისო მისიები, დიპლომატები, დღეს მე ვერ ვხედავ იმის სულ მცირე შესაძლებლობას, რომ რუტინული დღის წესრიგით ვიმოქმედოთ დღეს პარლამენტში." -აღნიშნა დეკანოიძემ. 

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიმართვა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში გამოჩენილი სამოქალაქო გმირობისთვის დაჯილდოვდნენ:1. მებაღე დევი მეზურნიშვილი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინა ბავშვები;2. სასწრაფოს უფროსი ექიმი მარი მამუკიშვილი;3. სასწრაფოს უმცროსი ექიმი ლექსო დარასელია;4. სასწრაფოს უმცროსი ექიმი გიორგი ჭანტირიძე;5. სასწრაფოს უფროსი ექიმი ნონა კაჭარავა;6. სასწრაფოს უფროსი ექიმი ნონა დევდარიანი;7. კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალსის” ექიმი დავით ციბაძე;8. სასწრაფოს უმცროსი ექიმი რუსუდან მაზმიშვილი;9. სასწრაფოს მძღოლი კახაბერ გაბრელიანი, რომელმაც საკუთარი ზურგით ატარა ბავშვები სასწრაფომდე;10. მოქალაქე მეგი ბანცაძე, რომელმაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოსვლამდე ბავშვებს პირველადი დახმარება გაუწია და გულის მასაჟს უკეთებდა მათ.ეს ადამიანები არიან გმირები. შესაბამისად, საზოგადოებამ უნდა იცოდეს მათი სახელები და გვარები.

მელია გვარამიაზე: ხელისუფლებამ მიიღო ანტისამართლებრივი და ანტიევროპული გადაწყვეტილება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებით, გვარამიას პატიმრობაში დატოვებით ხელისუფლებამ ანტისამართლებრივი და ანტიევროპული გადაწყვეტილება მიიღო."დღეს ხელისუფლებამ მიიღო ანტისამართლებრივი და ანტიევროპული გადაწყვეტილება ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით.ნიკა გვარამიას პატიმრობა არ არის მისი პირადი საკითხი, არამედ ეს არის ხელისუფლების მხრიდან ევროინტერგაციის პროცესის გამიზნული შეფერხება.საქართველოს, ქართველ ხალხს, მის აბსოლუტურ უმრავლესობას, რომელსაც ისტორიული არჩევანი დიდი ხანია გაკეთებული აქვს, ევროპისგან გადაეცა 12 პუნქტი, 12 ნაბიჯი, რომელიც მიგვიყვანს შინ ევროპაში. რუსული ოცნება კი ყოველდღიურად გვიჩვენებს უკუსვლას - იფორმებს სასამართლოს, ხელისუფლების ყველა შტოს, აღრმავებს პოლარიზაციას, ზღუდავს თავისუფალ სიტყვას და ამით ამყარებს ავტოკრატიულ ოლიგარქიულ რეჟიმს.სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება, სინამდვილეში კი ოლიგარქის ნების აღსრულება, ევროპას ნათლად და მკაფიოდ ეუბნება, რომ არაფრად მიაჩნია მათი რეკომენდაციაც და ქართველთა აბსოლუტური უმრავლესობის ნებაც - გახდნენ ევროპული ოჯახის წევრები."

ირაკლი ნადირაძე თბილისის მერს მოქალაქეების ქონების გაფლანგვაში ადანაშაულებს

"ვიდრე კალაძე საკრებულოში მისვლას და ოპოზიციის მწვავე კითხვებს გაურბის, თბილისის მერისა და მერიის მხრიდან ჩვენი მოქალაქეების ქონების და თანხების ფლანგვა გრძელდება" -აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძემ ისაუბრა."თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამსახურის წარმოებაშია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება. ორი მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, საქმე ეხება მილიონობით ლარის, თბილისელების ქონების გაფლანგვას. ყველა ძირითად დოკუმენტზე ხელმომწერი სწორედ კახა კალაძეა.მიუხედავად იმისა, რომ ის ამ დრომდე უარყოფს იმ ფაქტს, რომ თითქოს რაიმე გამოძიება მიმდინარეობს პროკურატურის მიერ, ჩვენ გვაქვს ოფიციალური დოკუმენტი და ეს არის სასამართლო განჩინება, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ამ წუთებშიც მიმდინარეობს ეს სისხლის სამართლებრივი საქმე.იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, ჩვენ მოვუწოდებთ და მივმართავთ საქართველოს პროკურატურას, რომ გააკეთოს საჯარო განმარტებები რას და ვის ეხება მერიის მხრიდან აღნიშნული თანხების გაფლანგვა, ჰყავთ თუ არა დაკითხული კახა კალაძე, კახა კალაძის ტოტალიზატორის ყოფილი უფროსი, რომელიც ამჟამად თბილისის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსია და თუ არ ჰყავთ გამოკითხული, როდის იგეგმება ამ ადამიანების გამოკითხვა, რადგანაც ამ ქონებების განკარგვაზე პასუხისმგებელი იყვნენ კახა კალაძე და მერიის სხვა მაღალჩინოსნები"- აღნიშნა ნადირაძემ.

‘’ოცნების’’ მმართველობის პერიოდში, ეკონომიკამ 15 მილიარდი ლარი დაკარგა და რომ არა, აღნიშნული მმართველობა, დღეს მოქალაქე ორჯერ უფრო მდიდარი იქნებოდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიას თქმით, რომლითაც ის პრემიერის ეკონომიკურ ზრდაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, ეკონომიკური წინსვლა და ეკონომიკური ზრდა არის ის, რასაც მოქალაქეთა უმეტესობა საკუთარ ჯიბეზე გრძნობს. სხვა ყველაფერი კი ციფრებით ჟონგლიორობა, მანიპულირება და თვალებში ნაცრის შეყრაა. "ხელისუფლება დაუღალავად გვიმტკიცებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა განიცდის უპრეცედენტო წინსვლას.ამტკიცებს დაჟინებით - თუმცა ავიწყდება, ეკონომიკური წინსვლა და ეკონომიკური ზრდა არის ის, რასაც მოქალაქეთა უმეტესობა საკუთარ ჯიბეზე გრძნობს. სხვა ყველაფერი კი ციფრებით ჟონგლიორობა, მანიპულირება და თვალებში ნაცრის შეყრაა.• მშპ-ის ერთი პროცენტით ზრდის შემთხვევაში, მაგალითად, ლუქსემბურგის ერთ მოქალაქეს სიმდიდრე გაეზრდება წელიწადში 1 200 დოლარით, მაშინ როცა საქართველოს მოქალაქეს გაეზრდება მხოლოდ 48 დოლარით.2012 წელს ქვეყნის რეალური მშპ იყო 30 მილიარდი ლარი, 2022 წელს იქნება 45 მილიარდი ლარი.ე.ი “ქართული ოცნების” მმართველობის ათწლიან პერიოდში ეკონომიკა რეალურად გაიზარდა მხოლოდ 15 მილიარდი ლარით, რაც ძალიან ცოტაა. საშუალო წლიური ზრდა “ოცნების” პერიოდში იყო მხოლოდ 4,1 პროცენტი.ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში არსებული ზრდა (6,24 პროცენტი საშუალოდ წლიურად) რომ შენარჩუნებულიყო დამატებით ერთი ამდენით, ანუ დაახლოებით 15 მილიარდით გაიზრდებოდა ქვეყნის ეკონომიკა. ფაქტობრივად, ოცნების მმართველობის დროს დავკარგეთ 15 მილიარდი ლარი.ეკონომიკა რომ გაზრდილიყო საშუალოდ წლიურად 6,24 პროცენტით რომ გაზრდილიყო მაშინ დღეს: საქართველოს მოქალაქე იქნებოდა თითქმის 2-ჯერ უფრო მდიდარი, ვიდრე არის დღეს (მშპ ერთ სულ მოსახლეზე იქნებოდა დაახლოებით 18 ათასი ლარი ნაცლად 11 ათასისა).საშუალო ხელფასი, რომელსაც დასაქმებულთა ნახევარზე მეტი დღეს საქართველოში იღებს, იქნებოდა არა 674 ლარი, არამედ 1500 ლარი.მომდევნო 3 წლის განმავლობაში ენერგეტიკაში 3 მილიარდი დოლარის ინვესტირება პრემიერ მინისტრის მორიგი სიცრუეა. როცა ყველა დიდი პროექტი გაჩერებულია და ინვესტორები გაქცეულები არიან ქვეყნიდან, ამ მასშტაბის ინვესტიციების განხორციელება დროის ამ მოკლე მონაკვეთში ფანტაზიის ჟანრს განეკუთვნება.სწორედ ამიტომ უნდა ვიმოძრაოთ წინ, ცვლილებებისაკენ!

ენმ მთელს საქართველოში