გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

თინა ბოკუჩავას კითხვა ლევან იზორიას

ნამდვილად ვისურვებდი, რომ ეს იყოს საქართველოს ეკონომიკის მზარდი დინამიკა, თუმცა ესაა თქვენი შემოსავლების მზარდი დინამიკა, მას შემდეგ რაც მოხვედით თანამდებობაზე. კვლევებით მოსახლეობის 70 პროცენტი ფიქრობს, რომ თანამდებობის პირები ძალაუფლებას პირადი სარგებლობისთვის იყენებენ.

2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს თქვენ აღშფოთებას გამოხატავდით იმის შესახებ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ძვირადღირებული ჯიპებით გადაადგილდებოდნენ, ამ სურათიდან ერთ-ერთი სწორედ თქვენი ჯიპი იქნება, რადგან ეს სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში ყოფნისასაა გადაღებული და მაინტერესებს ახლა რა მანქანით მობრძანდით? როდის შეიძინა ის სამინისტრომ?

ამ ფოტოზე თქვენი ერთ-ერთი სახლია, დეკლარაციის მიხედვით კი ამ სახლში არცერთი თეთრი არ დაგიხარჯავთ, მაშინ რა სახსრებით ააშენეთ?


გვაქვს ინფორმაცია, რომ ჯარიდან ხდება ოფიცრების მასობრივი გადინება და მაინტერესებს გაქვთ თუ არა მსგავსი ინფორაცია და აწარმოებთ მსგავს სტატისტიკას?

ჩამომითვალეთ დელტა რა პროდუქვცია აწარმოებს?

რატომ დაშალეთ და მოიკვეთეთ მეოთხე ბრიგადიდან 41-ე ბატალიონი, სადაც მსახურებდა გმირი გიორგი ანწუხელიძე, ხომ არააა ეს რუსეთის დავალება, რადგან ამ ბრიგადამ გენერალ ხრულოვს მიაყენა ჭრილობა.

კი ან არა მიპასუხეთ, ეთანხმებით თუ არა უმაღლეს მთავარსარდალს, სალომე ზურაბიშვილს იმაში, რომ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა მძინარე ცხინვალი დაბომბა?