გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

შეხვედრა ახალგაზრდებთან თელავში

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი დავით ბაქრაძე, თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი და ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შაქრო ტერტერაშვილი, თელავში ახალგაზრდებს შეხვდნენ და პარტიის პროგრამის ის ნაწილი გააცნეს,რომელიც მათთვის როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ განათლების მიღების საშუალებასა და შემდგომ დასაქმებას გულისხმობს. ასევე, შეხვედრის მონაწილეებისგან მოისმინეს ის პრობლემები, რაც მათ ზემოთხსენებულ საკითხთან დაკავშირებით აწუხებთ და გამარჯვების შემდგომ ყველა საკითხის დეტალურად განხილვას და მოგვარებას დაჰპირდნენ.