გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

სალომე სამადაშვილის გამოსვლა

''კონტროლირებადი სასამართლო დღეს თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ყოველი დღე, რომლითაც საპარლამენტო არჩევნებს ვუახლოვდებით, გვაახლოებს იმ დროსთან, როდესაც „ქართულ ოცნებას“ არანაირი შესაძლებლობა აღარ ექნება დემოკრატიული და სამართლიანი გზით შეინარჩუნოს ქვეყანაში ხელისუფლება. სასამართლო გჭირდებათ სწორედ იმისთვის, რომ მოიხმაროთ, როგორც პოლიტიკური მართვის ინსტრუმენტი, მათ შორის საარჩევნო პროცესებში.

საერთაშორისო თანამეგობრობა კარგად ხედავს იმ ფარსს, რაც თქვენ გაითამაშეთ ვენეციის კომისიასთან ვითომ მიმდინარე რეგულაციებთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, ამაზე შესაბამის პასუხს მიიღებთ როგორც უახლოეს დღეებში, ასევე, იმ შეფასებებში, რომელიც გაკეთდება ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით და პირველ რიგში, სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით'' - სალომე სამადაშვილი