გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

"როდის უნდა მორჩეთ და დაამთავროთ ეს სპეკულაციები?

"როდის უნდა მორჩეთ და დაამთავროთ ეს სპეკულაციები? 3 წელიწადნახევარია ხართ უკვე ხელისუფლებაში და თუ რამის გამოძიება გინდოდათ, პროკურატურაც თქვენია, სასამართლოც, დადექით და გამოიძიეთ. სინამდვილეში არაფრის გამოძიება არ გინდათ“ - ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას და მთავრობას. „ თქვენ რაფალიანცის, ჟვანიას, ყველა გახმაურებული საქმე, გჭირდებოდათ ერთადერთი მიზნით – მოსულიყავით ხელისუფლებაში. ეს თქვენმა პირველმა ჭორიკანა პროკურორმა თვითონ დაადასტურა და საჯაროდ მადლობა გადაიხადა, ეს მკვლელობები რომ არ ყოფილიყო, ჩვენ ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდითო. ახლა გინდათ, რომ ისევ ეს თემები ააგოროთ და თქვათ, რომ რაღაცას გამოიძიებთ, მაგრამ რისი გამომძიებლები ხართ?! უკვე მერამდენე მკვლელობა ჩამოვთვალო - ეროსი კიწმარიშვილის, თათუხაშვილის, წიკლაურზე თავდასხმის ფაქტი, ენმ-ისს 63 ოფისზე თავდასხმა და ა.შ. თქვენ ვერც ერთ მათგანი გამოიძიეთ. ჩემს მიერ ჩამოთვლილი ფაქტები მაძლევს იმის ვარაუდის საშუალებას, რომ ვერც ალექსი პეტრიაშვილზე მომხდარი თავდასხმა ვერ იქნება გამოძიებული. უკვე მეექვსე დღე გავიდა და ჩვენ არაფერი არ მოგვისმენია. ჩვენ აქამდე ვიცნობდით ერთ ფრიან ფრაზას, რომ - შეიძლება ჭიაბერაშვილმა ვინმეს შეაგინა და დაალეწავდნენ თავზე აბა რა იქნებოდაო იმ ჩაის ჭიქას, ახლა ახალი ფრთიანი გამოსვლები მოვისმინეთ, რომ თურმე - ფეხებში სროლა რაღაცას ნიშნავს, თურმე ქუთაისში რაღაც არ იციან და თბილისში რაღაც იციან. ძალიან ცუდია და ეს ყველაფერი მოგიბრუნდებათ თქვენ. უმრავლესობა კრიმინალურ კულტურას ამკვიდრებთ საქართველოში. როდესაც ოპოზიციური პარტიის გენერალურ მდივანზე ხდება თავდასხმა, ყველას სიცოცხლე ერთნაირად ფასობს, მაგრამ ეს რიგით ადამიანს აფიქრებინებს, რომ უფრო დაუცველი.“