გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

ნიკა მელია და სანდრა რულოვსი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიის, ორსანტიის და კახათის მოსახლეობას შეხვდნენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შტაბის უფროსი ნიკა მელია და სანდრა რულოვსი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიის, ორსანტიის და კახათის მოსახლეობას შეხვდნენ. ნიკა მელიამ ადგილობრივებს ის პროგრამა და გეგმა გააცნო, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსაყვანად აქვს. ასევე, შეეხო იმ ოციალურ პრობლემებსაც, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს. სანდრა რულოვსმა კი ყურადღება გაჩერებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვლა. კერძოდ, მან ლაზიკის პორტის უპირატესობაზე ისაუბრა, რომელიც მთლიანად რეგიონისთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი. ყურადღება გაამახვილა ტურისტებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაზეც, რაც მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო იქნება ადგილობრივებისთვის.