გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

გივი თარგამაძის და ლევან თარხნიშვილის ბრიფინგი

ბიძინა ივანიშვილის უკანონო სქემების მიმოხილვა

წინასაარჩევნო პერიოდში ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება პირდებოდა საქართველოს მოსახლეობას, რომ მათი მართველობა ქვეყანას წინსვლას, ხოლო მოსახლეობას კეთილდღეობას მოუტანდა. რეალობა კი დაგვეთანხმებით სულ სხვა - მესამე წელიწადია ზედიზედ ვერ სრულდება ბიუჯეტი, შემცირდა სამუშაო ადგილები, შემცირდა თითოეული ოჯახის შემოსავალი, გაჩერდა ეკონომიკა და ბოლოს ლარის კურსმა სარეკორდოდ დაბალ ნიშნულს მიაღწია.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ დიდი ზარზეიმით ამცნო საქართველოს თავისიახალიინიციატივების შესახებ, რომელთა აზრი საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა, ეკონომიკის ამუშავება და შედეგად საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. რეალურად კი, ამ ყოველივეთი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა უახლოესმა გარემოცვამ იხეირა.

ჩვენ 4 წლის განმავლობაში ჩვენ წარმოვადგინეთ ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის უკანონო ინტერესები, რომლებმაც შეიწირა საყდრისის ისტორიული ძეგლი, გააკოტრა ბათუმის პორტი. გავიხსენოთ ასევე პანორამა თბილისი პროექტი, ბატონი ივანიშვილის მიერ თავისი ახლო ნათესავის უჩა მამაცაშვილისთვის უფასოდ გადაცემული სახელმწიფო ქონება და გაცემული იაფი სესხები, ასევე საკუთარი თავისთვის შექმნილი გლდანის ეკონომიკური ზონა, რომელიც აძლევს საშუალებას ბიძნა ივანიშვილს შეუქმნას სასათბურე პირობები საკუთარ ბიზნესს.

4 წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილთან აფილირებულმა ფირმებმა სახელმწიფოსგან ერთ პირთან მოლაპარაკებისა თუ ტენდერების გზით მიიღო 10 მილიონზე მეტი ლარი, ხოლო ქართუ ბანკის შემოსავალი კი გაიზარდა 17-ჯერ. 

რამოდენიმე ხნის წინ ბიძინა ივანიშვილის გვარმა გაიჟღერა პანამა ფეიფარის სკანდალში, სადაც დასახელებული იყო ოფშერულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია, რომლის დახმარებითაც ბატონი ბიძინა გადასახადებს უმალავდა საფრანგეთის მთავრობას. ორი დღის წინ აშშ კონგრესმენმა სტივ რასელმა ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთხელ დააკავშირა იარაღის ვაჭრობასთან, ფულის გათეთრებასა და უკანანო მაქინაციებთან და მოუწოდა  აშშ-სფინანსთასამინისტროსდადასავლურბანკებს, გაყინონივანიშვილისანგარიშები

დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ ბიძინა ივანიშვილის უკანონო საქმიანობის სქემას, როგორც ვხედავთ ფირმების უმეტესი ნაწილი რეგისტრირებულია ოფშორულ ზონებში და შესაბამისად არ იხდიან გადასახადებს საქართველოში. მეორე მხრივ სწორედ ეს კომპანიები არიან საქართველოში რეგისტრირებული ფირმების დამფუძნებლები და შესაბამისად ფირმებიდან მიღებული დივიდენტები ისევ ოფშერულ ზონებში მიედინება. ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ნათესავი - დის შვილი კახა კობიაშვილი (მამა - გივი კობიაშვილია, დედა -მერი ივანიშვილი) უწევს კოორდინაციას. ბატონი კახა არ წარმოადგენს საჯარო პირს და შესაბამისად მისი დეკლარაცია არ არის საჯარო და ხელმისაწვდომი. სწორედ ამ პიროვნებისა და ფირმების მეშვეობით ახდენს ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოსახლოების და სახელმწიფო ქონებისა და სახსრების მითვისებას, ასევე ფულის გათეთრებას.

ამ ყოველივეს საქართველოს მოსახლეობა და ჩვენ ყველანი ერთად წერტილს დავისვავთ 2016 წლის ოქტომბერში, როცა არჩევნების გზით ჩამოვაშორებთ ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას ხელისუფლებას და დავბრუნებთ საქართველოს განვითარების გზაზე.