გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

გიორგი ბოტკოველმა მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრის სახელზე წერილი შეიტანა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კახეთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელ გიორგი ბოტკოველს დღეს, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრის სახელზე წერილი შეაქვს, რომელსაც 5 000 ხელმოწერა ახლავს და 1 აპრილიდან თელავში გაზის ტარიფის გაძვირებას შეეხება. "საქართველოს მთავრობას დღეს ეწურება ვადა გონიერი გადაწყვეტილება მიიღოს, რათა არ მოხდეს თელავის მოსახლეობისთვის გაზის ტარიფის გაძვირება. ჩვენ საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ კომპანია ვისოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობასა და ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებული იყო, არ განახორციელოს და 1 აპრილიდან თელავის მოსახლეობას გაზის ტარიფი არ გაუძვიროს. ეს კიდევ უფრო რთულ მდგომარეობასი ჩააგდებს ისედაც შეჭირვებულ მოსახლეობას. ის მთავარი დაპირება, რომელიც ქარტულმა ოცნებამ მოსახლეობას მისცა და გამარჯვებაც მოიპოვა, შეემცირებინა ტარიფები, ტყუილი აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ, დღეს მთავრობის კანცელარიაში შეგვაქვს წერილი 5000 ხელმოწერასთან ერთად რომლითაც კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ პრემიერს მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება. "