გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

გიორგი ბოტკოველი გუშინ, კახეთსი მომხდარ სტიქიას გამოეხმაურა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ბოტკოველი გუშინ, კახეთსი მომხდარ სტიქიას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებს არ იყენებს. "სტიქიის შედეგად ორი რეგიონი დაზარალდა - შიდა ქართლი და კახეთი. კახეთში დაახლოებით 30-მდე სოფელი დაისეტყვა. ამ ყველაფრის პარალელურად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ 2013 წელს, საქართველოს ხელისუფლებამ პრემიერის ხელმძღვანელობით ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად გამოაცხადა ის, რომ სეტყვის საწინააღმდეგო აპარატები შეიძინეს და მასში 20 მილიონი ლარი დაიხარჯა. მას შეეძლო 95%-ით შეემსუბუქებინა სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი. თუმცა, ამ წლებმა დაგვანახა, რომ ამ დანადგარებს რეალურად არავინ იყენებს. ჩვენი ინფორმაციით ხელისუფლებას ამ აპარატის ჭურვები საკმარისი რაოდენობით არ აქვს. ის რაოდენობა კი, რაც აქვთ გამოუსადეგარია. ეს ნათლად ჩანს იქიდანაც, რომ გუშინ 6 გასროლა მოხდა, თუმცა ამან ღრუბელი ვერ გაფანტა."