გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ზურაბ ჩილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ზურაბ ჩილინგარაშვილის განცხადებით, რელიგიურ გრძნობებზე თამაში, რაც ახლა ადიგენის რაიონში ხდება, ძალიან ცუდია. "მინდა მივმართო მთავრობას, რას ერჩით ადიგენის რაიონს? მე-13 რაიონად გინდათ აქციოთ? რატომ ატარებთ ექსპერიმენტებს ამ ხალხზე? რა დაგიშავათ ამ რაიონმა. უკვე მესამე პრემიერი გვყავს საქართველოში და თითქმის ყველა გვპირდებოდა, რომ აუცილებლად მოხდებოდა რაიონის გაზიფიცირება და გამრიცხველიანება. მაგრამ, როგორც ყოველთვის მოგვატყუეს. 21-ე საუკუნეა და ადიგენის რაიონში ერთი სახლიც არ არის გაზიფიცრებული. მაღალმთიანი კანონით დაბლა მდებარე სოფლები გაიყვანეთ მაღალმთიანებში და მაღლა მდებარე არა. ამით რაიონის სოფლებს შორის შუღლის ჩამოგდებას ცდილობთ. ეს არ იკმარეთ და რელიგიური დაპირისპირების ინსპირირებას ცდილობთ. ეს ამბავი დაიწყო არა გუშინწინ, არამედ 2-3 წლის წინ სოფელ ჭელაში, როდესაც მინარეთის ამბები მოხდა. რელიგიურ გრძნობებზე თამაში ძალიან ცუდია და თუ ამას ხელისუფლება აკეთებს, გარანტიას გაძლევთ, ძალიან ცუდად დაამთავრებთ. მოსახლეობა შეხვდა ერთმანეთს, მოილაპარაკეს, 1 საათის შემდეგ ადის გამგეობის თანამშრომლები, ისევ კრებენ მოსახლეობას და ხდება ასეთი უბედურება", - განაცხადა ჩილინგარაშვილმა.