გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ ნუგზარ წიკლა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ ნუგზარ წიკლაურმა პრემიერობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილს პენსიონრებისთვის პენსიის 50 ლარიანი მატების მოთხოვნით მიმართა. "მთავარი გამოსვლისას კვირიკაშვილმა ბრძანა, რომ "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებები იყო გადაჭარბებული. კვირიკაშვილმა აღიარა, რომ რაზეც ოცნება საუბრობდა, იყო სიცრუე. რეალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი კი, ამბობს, რომ ოცნებამ დაპირებები, რომელიც წინასაარჩევნოდ გასცა გადაჭარბებით შეასრულა. ერთი მხრივ აღიარებთ, რომ "ქართული ოცნება" ამბობდა სიცრუეს, მეორე მხრივ, ივანიშვილი აგრძელებს საზოგადოების ტყუილებით მოთაფვლას და საზოგადოებას ამყოფებს მუდმივად სიცრუეში. "ქართული ოცნების" ახალი პოლიტიკური კულტურა არის ტყუილი. ყველამ კარგად იცის, რომ იპოთეკარებს არ შეუსრულდებათ დაპირებები, არც აქამდე შეუსრულდათ და არც წლის ბოლომდე შეუსრულდებათ, ტარიფები არ შემცირდება, ლარის კურსს არაფერი ეშველება და ქვევით არ წამოვა. ვეღარავინ უშველის საყდრისს, რომელიც ასე ბარბაროსულად ააფეთქა "ქართულმა ოცნებამ". არ აშენდება 100 ქარხანა, არც ათასობით საწარმო. არც ბენზინის ფასი გახდება ერთი ლარით ნაკლები. საბოლოო ჯამში ეს ტყუილები დაამარცხებს "ქართულ ოცნებას". ეს მოთხოვნა უნდა შეასრულოთ მანამ, სანამ სამართლიან ვერდიქტს გამოგიტანდეთ ქართველი ხალხი, შემდგომი ოქტომბრის არჩევნებზე, მინდა ერთადერთი თხოვნით მოგმართოთ, ასიათასობით ხელმოწერაა საქართველოს მოქალაქეების პენსიონერებისთვის 50 ლარით პენსიის გაზრდის მოთხოვნით. შეელიეთ ჯიპებს და ფუფუნებას, ბიუჯეტში საკმარისი თანხაა იმისათვის, რომ პენსიონერებს გავუზარდოთ პენსია. ეს ქართველი ხალხის მოთხოვნაა. მომავალ კვირაში კიდევ უფრო მეტ ხელმოწერას მოგართმევთ. პენსიონერები არიან ყველაზე გაჭირვებულები და თქვენი ფუფუნების ხარჯზე ნუ გააკეთებთ იმას, რომ ასეთი ადამიანები სასიკვდილოდ გაწიროთ", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.