გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მიხეილ მაჭავარიანმა და დავით კირკიტაძემ, რუსთავის აზოტის ქარხანაში მიმდინარე პრობლემებზე ისაუბრეს, რომლის გამოც დაწესებულება უკვე მე-2 თვეა არ მუშაობს, აქ დასაქმებული 2 400 ადამიანი კი შვებულებაში ჰყავთ გაშვებული. „რუსთავის აზოტის საწარმო, რომელიც ქართული ეკონომიკის ფლაგმანია და სადაც 2 400 ადამიანია დასაქმებული, დახურვის საშიშროების წინაშე დგას. მიზეზი კი კვლავ მთავრობის უნიათობაა - ისინი „სოკართან“ ხელშეკრულების დადებას დროში წელავენ. კომპანია კი, ამ დროს, მზადაა რუსთავის აზოტს მისაღებ ფასად მიაწოდოს ბუნებრივი აირი. მიზეზი, რატომ არ აწერს მთავრობა ხელშეკრულებას ხელს, სრულიად გაუგებარია. ამასობასი კი ქარხანა 1 თვეზე მეტია გაჩერებულია, თანამშრომლები შვებულებაში ჰყავთ გაშვებული. შესაბამისად, იმ ხელფასის ნახევარს ღებულობე, რომელიც ისედაც მცირეა. თუ ხელშეკრულებას ხელი დროულად არ მოეწერა, ქარხანა დაიხურება, ადამიანები კი უმუშევრები დარჩებიან.“ - განაცხადა დავით კირკიტაძემ და მთავრობას მოუწოდა დროულად გააფორმოს ხელშეკრულება. ასევე, გაატაროს ყველა ზომა, რათა ქარხანა არ დაიხუროს. „მინდა ქართულმა საზოგადოებამ და რუსთავის აზოტის თანამშრომლებმა იცოდნენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ მივატოვებთ მათ ბედის ანაბარად განსხვავებით მთავრობის წარმომადგენლებისგან, რომლებიც არ დაინტერესებულან ამ პრობლემით.“ აღნიშნული პრობლემის შესახებ ისაუბრა მიხეილ მაჭავარიანმა. დეპუტატის განცხადებით, აზოტის ქარხნის გაჩერება მთავრობისა და „გაზპრომს“ შორის მოლაპარაკებებს უკავშირდება. „ეს საკითხის მთავრობისა და „გაზპრომის“ მოლაპრაკებებს უკავშირდება, რადგან როდესაც სოკარის პრეზიდენტი საქართველოში იყო ჩამოსული, მათ ქარხნისთვის შესათავაზებელ ახალ ფასზზე ისაუბრეს, თუმცა მოლაპრაკება კონკრეტული შედეგით არ დასრულება. ახლა მთავრობა აზოტის თანამშრომლებს ეუბნება, თითქოს ნაციონალური მოძრაობა ლობირებს „სოკარს“ რის გამოც მათ საშუალება არ აქვთ „გაზპრომთან“ „კარგი“ ხელშეკრულება გააფორმონ. ჩვენი ინფორმაციით, სოკარი მზად იყო შეემცირებინა ფასი, ეს დევს მთავრობაში უბრალოდ მთავრობა ელოდება რაღაცას და ამ დროის განმავლობაში ტყუილს იძახის. ჩვენთვის ცნობილია, რომ დღეს ჩამოვა სოკარის დელეგაცია და ის მზად იქნება შესთავაზოს აზოტს ფასი. ამიტომ გვინდა რუსთავის საზოგადოებამ იცოდეს, რომ 2 თვით აზოტის გაჩერება მთავრობის უნიათობას უკავშირდება.“ - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.