გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

დავით კირკიტაძიე:საბავშვო ბაღებში მიმდინარე პროცესები პირადპირ კავშირშია პოლიტიკურ პროცესებთან

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ დავით კირკიტაძის განცხადებით, საბავშვო ბაღებში მიმდინარე პროცესები პირადპირ კავშირშია პოლიტიკურ პროცესებთან. კირკიტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს გარდაბნის, მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის წერილი გააცნო, რომელიც გარდაბნის რაიონის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის თავმჯდომარე ამბაკო ავალიანისთვისაა გაგზავნილი. მისი თქმით, სწორედ „ქართული ოცნების” ჩარევით ხდებოდა ბაგა-ბაღებში მომუშავე თანამშრომლების დანიშვნა და გათავისუფლება. „ბაგა-ბაღებში სიტუაცია გამწვავდა. საქართველოს ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ იქ მიმდინარე პროცესები პოლიტიკასთან არ არის დაკავშირებული და ეს საკითხები დაკავშირებულია გარკვეულ კანონდარღვევებთან. წარმოგიდგენთ კონკრეტულ დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს წმინდა წყლის პოლიტიკურ პროცესებთან. ეს პროცესი არ დაწყებულა გუშინ და დღეს. ეს დაიწყო იმ დღიდან, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში და აღნიშნული დოკუმენტი გაცემულია გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ, მას ხელს აწერს გამგებლის მაშინდელი მოვალეობის შემსრულებელი. ხელს აწერს იმას, რომ ბაღებში ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას, არამართლზომიერი დავალებების გაცემას“.