გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

აკაკი მინაშვილი: საზოგადოება დარწმუნდა ამ ორი წლის

აკაკი მინაშვილი: საზოგადოება დარწმუნდა ამ ორი წლის განმავლობაში, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ ქვეყანა უმძიმეს ეკონომიკურ ვითარებაში ჩააგდო. ჩამოიშალა ქვეყნის ეკონომიკური სისტემა. ძალიან გაუჭირდათ ჩვენს მოქალაქეებს ცხოვრება. და ამ სიდუხჭირის და ეკონომიკური პოლიტიკის არ ცოდნის ერთ-ერთი გამოხატულებაა ის ცვლილებები რომელიც ხელისუფლებამ შეიტანა ეროვნული ბანკის კანონმდებლობაში. ამ პოზიციაში გაერთიანებულია ყველა მთვარი მოთამაშე მათ შორის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები. ყველა ცალსახად აღიარებს რომ ეს ცვლილებები კიდევ უფრო დაამძიმებს ქვეყანაში ეკონომიკურ ვითარებას. ეს ცვლილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ამზადებს სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანად. სხვა ოპოზიციურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებსაც ააქვს ასევე მსგავსი ინიციატივები, თუმცა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით მინიმუმ 30 პარლამენტის წევრს შეუძლია სარჩელის შეტანა და ერთადერთი ოპოზიციური ძალა რომელსაც ამის უფლებამოსილება გააჩნია, ეს არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ჩვენ მოუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, ყველა ოპოზიციურ პარტიას რომ თუ აქვთ ინტერესი შემოუერთდნენ ჩვენს ამ სარჩელს.