გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

აკაკი მინაშვილი: პროკურატუა იმ ადამიანების წინააღმ

აკაკი მინაშვილი: პროკურატუა იმ ადამიანების წინააღმდეგ მოქმედებს, რომლებმაც განათებული თბილისის მშენებლობაში მიიღეს მონაწილეობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი აკაკი მინაშვილი, თბილისის ზედამხედველობის ყოფილი უფროსის პროკურატურაში დაკითხვას გამოეხმაურა, რომელიც 16 საათს გრძელდებოდა და უკანონოდ აშენებული ნაგებობების აღებას უკავშირდებოდა. „ორი დღის წინ, პროკურატურაში დაბარებული იყო თბილისის ზედამხედველობის ყოფილი უფროსი ლაშა მაქაცარია. 16 საათის განმავლობაში ხდებოდა მისი დაკითხვა იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც უკანონო შენობების აღებას ეხებოდა. ჩვენ ძალიან სამწუხარო პროცესის მოწმეები ვართ - მაშინ, როცა ქვეყანა უმძიმეს ეკონომიკურ ვითარებაშია, მოსახლეობა ყოველდღიურად ღატაკდება, ლარის გაუფასურება ხდება, ტარიფები იზრდება, ქვეყანას შემოდგომაზე დენის გრაფიკი მოელის, ხელისუფლების მთავარი საზრუნავი პროკურატურისა და სამართალდამცავი უწყებების სახით მათ ხელთ არსებული ბერკეტების პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენებაა. ბედის ირონიაა, კორუფციის მაგალითი თბილისის მერიას, რომელსაც სათავეში დავით ნარმანია უდგას და სადაც 180 000 ლარს ისე იპარავენ, რომ ვერავინ გებულობს, პროკურატურა არ ინტერესდება. ამის სანაცვლოდ კი, იმ ადამიანების წინააღმდეგ მოქმედებენ, რომლებმაც განათებული თბილისის მშენებლობაში მიიღეს მონაწილეობა. სამწუხაროა რომ, ჯაშუშების, მოღალატეების, მექრთამეების გამოშვება ხდება და თუმცა, პოლიტიკურ ოპონენტებს ციხეში სვამენ. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლება ფიქრობს არა ქვეყანაზე, არამედ საკუთარ თავზე. განზრახ ზიანს აყენებენ სახელმწიფოს. ძალიან მალე „ქართული ოცნების“ მთავრობა ივანიშვილის თამადობით, დასრულდება. ესაა ერთადერთი გზა ქვეყნის წარმატებისთვის“, - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.