გაზიარება
UNM UNM
მედია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

22 მაისს, ადგილობრივი თვითმმართველობის გამოტოვებული  წევრების არჩევნებში, სოფელ კორცხელსა და წყალტუბოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან კენჭს იყრიან მამუკა ლაშხია (სოფელ კორცხელში) და ბუხუტი ფირცხალავა (სოფელ წყალტუბოში) მათი შტაბები აქტიურად მუშაობენ. 

ცხადია, ხელისუფლება შეშფოთებულია   მათი აქტიურობით, ამიტომ ზეწოლის ჩვეულ ხერხს მიმართავს - დღეს გამთენიისას, თავდასხმა მოხდა შტაბებზე,  დაზიანებულია კანდიდატების საარჩევნო ბანერები. ამ ვანდალურ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მთლიანად   ხელისუფლებას ეკისრება.

ნათელია, ხელისუფლებამ გადაწყვიტა გააგრძელოს გასული წლების  პრაქტიკა, როდესაც მოსახლეობის პრობლემის გადაჭრისა და ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვის ნაცვლად, ივანიშვილის ხელისუფლება მის მიერვე ორგანიზებული ჯგუფების ხელით თავს ესხმოდა და არბევდა ნაციონალური მოძრაობის შტაბებს. ეს საქმეები დღემდე გამოუძიებელია და არავინ დასჯილა. 

ნათელია, რომ  პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მისი წინამორბედის, ღარიბაშვილის გზას დაადგა და ისიც ივანიშვილის მარიონეტია - გარდა ზეწოლებისა, ხდება ადმინსტრაციული რესურსის გამოყენება. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაუფარავად მონაწილეობენ  ხელისუფლების კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებში.

ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, მსგავსი ქმედებებით ერთიან ნაციონალურ მოძრაობას  ვერ გააჩერებთ და ვერც არჩევნების შედეგებზე მოახდენთ  გავლენას. 

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, მთელი პასუხისმგებლობა მსგავს შემთხევებზე ეკისრება  ხელისუფლებას, პირადად გიორგი კვირიკაშილსა და შს მინისტრს, რომელთაც არ სურთ გამოიძიებულ იქნას ეს დარღვევები.

ჩვენი პასუხი კი, ხელისუფლების მსგავს უპასუხისმგებლო  ქმედებებზე, იქნება ნაციონალური მოძრაობის გამარჯვება არჩევნებში, ივანიშვილის ქართული ოცნების მმართველობის დასასრული და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმის სწრაფი განხორციელება.