გაზიარება
UNM UNM
მედია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადება

25 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს გამართულ რეფერენდუმზე საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების უდიდესმა უმრავლესობამ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა მხარი. რეფერენდუმის საფუძველზე 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა რომელიც 1921 წლის საბჭოთა რუსეთის სამხედრო ინტერვენციისა და ოკუპაციის გამო 70 წლის განმავლობაში იყო შეწყვეტილი აღდგა.

1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი ქართველი ხალხის თავისუფლებისკენ სწრაფვის და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის იდეისადმი ერთგულების უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა. აღსანიშნავია რომ რეფერენდუმი წარმატებით ჩატარდა საქართველოს იმ ნაწილებში რომლებიც დღეს აქვს ოკუპირებული - აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, რომლიც მაცხოვრებელთა უმრავლესობამ მხარი საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენას დაუჭირა.

რეფერენდუმი ემყარება იმ ათასობით მამულიშვილისა და პატრიოტის ბრძოლას რომლებიც არასდროს შეპუებიან საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას და რომლებიც ათწლეულების განმავლობაში იბრძოდნენ და თავს სწირავდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის იდეას, მათ შორის 1924 წლის აჯანყების თუ 1989 წლის ცხრა აპრილის მოვლენების დროს.

რეფერენდუმის გამართვაში უდიდესია საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას როლი რომელსაც დღეს 77 წელი შეუსრულდებოდა. ჩვენი ვალია არასდროს დავკარგოთ ის სულისკვეთება რომელიც ქართველ ხალხს ჰქონდა რეფერენდუმის დღეს და ამ სულისკვეთებით უზრუნველვყოთ საქართველოს საბოლოო სამშვიდობოს გასვლა.