გაზიარება
UNM UNM
მედია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გმობს ფლორიდის შტატში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გმობს ფლორიდის შტატ ქალაქ ორლანდოში მომხდარ შემაძრწუნებელ ტერორისტულ თავდასხმას, თანადგომას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს, ამერიკელ ხალხსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს. 

ადამიანებზე თავდასხმა მათი სექსუალური ორიენტაციის, რასის, რელიგიის თუ სხვა ნიშნით გამორჩევის გამო, განსაკუთრებით შემაძრწუნებელია. მსგავსი ტერორისტული აქტი არ არის მხოლოდ კონკრეტული ინდივიდების ან ჯგუფების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ეს პირდაპირი თავდასხმაა იმ საერთო ღირებულებებზე, რომელიც აერთიანებს დღეს კაცობრიობას. ტერორიზმი თანამედროვეობის ყველაზე რთულ გამოწვევად რჩება, რომელიც სწორედ ამ საერთო ღირებულებებზე თავდასხმით ცდილობს ადამიანების გახლეჩვას.

აუცილებელია ჩვენ ერთად აღვუდგეთ წინ ამ ბოროტებას და დავიცვათ ის საერთო ღირებულებები, რომელიც საზოგადოებებსა და ქვეყნებს მშვიდობიანი თანაცხოვრების პირობებს უქმნის.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სოლიდარობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და საშინელი ტერაქტების გამო უდიდეს წუხილს გამოხატავს.