გაზიარება
UNM UNM
მედია

ენმ_ს განცხადება ანკარაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით

შეძრწუნებული ვართ თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარი სასტიკი ტერორისტული აქტის გამო, რომელმაც ოცდაათამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ქალაქი ანკარა გახდა ჩვენი დროის უდიდესი ბოროტების - ტერორიზმის თავდასხმის ობიექტი.

ვუსამძმრებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, ვიზიარებთ ჩვენი მეგობარი თურქი ხალხის მწუხარებას და ვუსურვებთ მათ სიმტკიცეს და მშვიდობას.