გაზიარება
UNM UNM
მედია

ენმ გმობს სტამბოლში მომხდარ ტერორისტულ აქტს

შეძრწუნებული ვართ სტამბოლში, ათათურქის აეროპორტში მომხდარი სასტიკი ტერორისტული აქტის გამო, რომელმაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ბოლო თვეების მანძილზე თურქეთი არაერთხელ გახდა ჩვენი დროის უდიდესი ბოროტების - ტერორიზმის თავდასხმის ობიექტი. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, ვიზიარებთ ჩვენი მეგობარი თურქი ხალხის მწუხარებას და ვუსურვებთ მათ სიმტკიცეს და მშვიდობას.