გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

ნუგზარ წიკლაური: თქვენ ბრძანდებით ის პარტია რომელმაც აულაგმავი პოპულიზმით გადაწყვიტა ქართველი ხალხის გამასპინძლება

ნუგზარ წიკლაური: თქვენ ბრძანდებით ის პარტია რომელმაც აულაგმავი პოპულიზმით გადაწყვიტა ქართველი ხალხის გამასპინძლება და დაპირდა ისეთ რამეებს, რომელთა მეათედიც კი არ შეუსრულა ჩვენს ხალხს, საუბარი ახლა იმაზე რომ კახელი გლეხების და არა მარტო გლეხებზეა აქ საუბარი, ვინმე პოპულისტობს აქ, არის სრულიად გადამეტებული და არანაირად სინამდვილეს არ შეეფერება. თუ თქვენ ფიქრობთ რომ მთელს კახეთში დენის და გაზის გაძვირება ამ გაუსაძლისი ვითარების დროს, არის მხოლოდ პოპულიზმი, ეს ნიშნავს იმას რომ იმ ეს ხალხი ამორიცხეთ თქვენ იმ ადამიანთა ნუსხიდან რომელზეც ზრუნვა გევალებათ. ისევე როგორც ამორიცხეთ საქრთველოს სხვა კუთხის მაცხოვრებლებიც, რომლებსაც პირდებოდით ბედნიერების მთებს და არაფერი ამ დაპირებათაგან არ შეასრულეთ. სწორედ ეს მიუთითებს სახელმწიფო ხედვის ნაკლებობაზე თქვენი მხრიდან. თქვენი საუბრები იმაზე, როცა ჩვენ ხელისუფლებას აკრიტიკებდით იყო თითოქოს ჩვენ რაღაც ახირებულები ვართ. ოღონდ ჩვენი ახირებები იყო დაკავშირებული სიღნაღის აღმშენებლობასთან, ლაზიკას პორტის შენებასთან, იუსტიციის სახლების გახსნა, ახალი ავტობანების გახსნა, ჩვენი ახირებები იყო საქართველოს სრულიად სხვა ქვეყნად გადაქცევა,მაგრამ ახალა ვიკითხოთ, აი ამ ფონზე რა არის თქვენი ახირებები? თქვენი ახირებაა ის რომ თქვენი მთავარი ლიდერი , რომელიც გყავთ არის დაკავებული იმით რომ დარბის ტყეში,თხრის ხეებს და აპირებს ამ ხეების საკუთარ ეზოში გადარგვას. დავფიქრდეთ რომელი ახირება უფრო უმჯობესი არის, ის რომ აშენებდე ქვეყანას საფუძველს უყრიდე ქვეყნის განვითარებას თუ ის რომ მხოლოდ იმაზე ფიქრობდე რას ამოთხრი და რას მიიტან სახლში?! ეს იყო განა „ქართული ოცნების“ დაპირებები?