გაზიარება
UNM UNM
ვიდეო გალერეა

ზურაბ მელიქიშვილი: მთვარი პრობლემა რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს არის ის ეკონომიკური გაჭირვება

ზურაბ მელიქიშვილი: მთვარი პრობლემა რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს არის ის ეკონომიკური გაჭირვება, რომელიც ყოველ დღიურად უფრო და უფრო ღრმავდება და თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მძიმდება და რა გვესმის საპასუხოდ ამ მთვრობის მხრიდან? ბოლო წლებს რომ გადავხედოთ 2015 წელს იყო 3 პუნქტიანი გეგმა შესასრულებელი და ამ გეგმის თითოეული პუნქტი ჩავარდა. პასუხისმგებელი არავინ არაა, პირიქით იმ გუნდის წარმომაგენელი რომელიც ეკონომიკურ გუნდას წარმოადგენდა დღეს უკვე პრემიერ მინისტრია. ჩვენ მოოვისმინეთ ფინანსთა მინისტრის განცხადება რომ თურმე ყველაფერი კარგად იქნებაო. რამდენჯერაც გამოვიდა ბატონი მინისტრი და ისაუბრა რომ ყველაფერი კარგად იქნბეაო, იმდენჯერ დამძიმდა უშუალოდ ლარის და ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობა. ქვეყანა საერთოდ რის იმედზეა, როდესაც ამდენი წარმოდგენილი გეგმების მიუხედავად იანვრის თვეში ექსპორტი შემცირდა 22 %-ით. 100 მილიონით გაირღვა შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაშთიდან ხდება აღნიშნული თანხების გახარჯვა. ლარი ვერ გაუძლებს ამხელა ზეწოლას და იმ შეცდომებს რასაც მთლიანად ხელისუფლება უშვებს. ამიტომ გთავაზობთ გეგმას რომელიც არამარტო სტიმულირებას გაუკეთებს ეკონომიკას არამედ მანამდე შეაჩერებს ამ ვარდნას რომელიც ძალიან მძიმე გადასატანი არის ჩვენი მოსახლეობისათვის.