მედია

ახალი ამბები

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' პარტიის განახლების კონცეფციაზე მუშაობს

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი პარტიის გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით, რომლის ამოცანაც არის პარტიის განახლების კონცეფციის შემუშავება. უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში, ვანო მერაბიშვილი მართავს შეხვედრებს პარტიის წევრებთან და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ექსპერტებთან. შეხვედრების მიზანი არის, ერთი მხრივ, მოხდეს პარტიის მიერ არსებობის მანძილზე დაგროვილი გამოცდილების სისტემატიზირება და შეჯამება, ხოლო, მეორე მხრივ, განხორციელდეს ახალი იდეების გენერირება. გარდა ამისა, პარტიის განახლების კონცეფციის საფუძველზე მოხდება პარტიის შემადგენლობის გადახალისება და ახალი სახეების წარმოჩენა.

საპარლამენტო უმცირესობის ფარგლებში 3 ფრაქცია შეიქმნება

დღეს დავით ბაქრაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა. ბრიფინგის მთავარი თემა საპარლამენტო უმცირესობის ფორმირება იყო. საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში სამ ფრაქციას შექმნის. ეს ფრაქციებია:    „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ( ფრაქციის თავმჯდომარე: გიორგი გაბაშვილი );    „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – მაჟორიტარები“ ( ფრაქციის თავმჯდომარე: ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი, ტარიელ ლონდარიძე );    „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – რეგიონები“ ( ფრაქციის თავმჯდომარე: წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი, აკაკი ბობოხიძე ). დავით ბაქრაძის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაყოფა ფრაქციებად ხდება საპარლამენტო ცხოვრების სპეციფიკიდან გამომდინარე.„გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციას პარლამენტში სჭირდება მეტი გამოსასვლელი დრო, მეტი გამომსვლელი, მეტი ხმა ბიუროზე მივიღეთ გადაწყვეტილება, საპარლამენტო უმცირესობის ფარგლებში, შექმნილიყო სამი საპარლამენტო ფრაქცია“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე იქნება. ვიცე–სპიკერად კი, გიორგი ბარამიძე დასახელდება.რაც შეეხება უმცირესობის საქმიანობას საქართველოს პარლამენტში, აკაკი მინაშვილის განცხადებით: „საპარლამენტო უმცირესობის ფარგლებში, გვექნება 3 ფრაქცია – ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გამოვიყენებთ ყველა იმ ბერკეტს, რომელიც გააჩნია ოპოზიციას იმისთვის, რომ საკუთარი პოზიცია გაახმოვანოს პარლამენტში და დაიცვას ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები. ბუნებრივია, იმ საკითხებში, რომლებშიც ჩავთვლით, რომ მმართველი ძალა არის ქმედითი და აკეთებს იმას, რაც შეესაბამება ქვეყნის ინტერესებს, მხარს დავუჭერთ, თუმცა თუ ჩავთვლით, რომ მათი მიდგომა არასწორია, რა თქმა უნდა, პოლიტიკური დისკუსიის ფარგლებში, ჩვენ გვექნება აქტიური ოპონირება ყველა დონეზე როგორც სესიების, ისე კომიტეტების“.  

Pages