მედია

ახალი ამბები

საპარლამენტო უმცირესობა უმრავლესობას საკონსტიტუციო ცვლილებების ერთად მოამზადებას სთავაზობს

  საპარლამენტო უმცირესობა უმრავლესობას საკონსტიტუციო ცვლილებების ერთად მოამზადებას სთავაზობს "ნაციონალური მოძრაობა" უმრავლესობას ევროატლანტიკური კურსის შეუქცევადობის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ერთობლივად მომზადებას სთავაზობს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. ”მივესალმები რა უმრავლესობის დეკლარირებულ სურვილს, რომ საქართველომ გააგრძელოს განვითარება, ვთავაზობთ საპარლამენტო უმრავლესობას, ერთად მოვამზადოთ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი და კონსტიტუციაში, ყველაზე მაღალ სამართლებრივ და პოლიტიკურ დონეზე დავაფიქსიროთ, რომ საქართველოს ერთადერთი მომავალი ევროპული მომავალია, რომ საქართველოს შესაფერისი ევროატლანტიკური კურსი უნდა გაგრძელდეს და ჩვენი ქვეყნის მომავალი არის ევროპულ ვექტორში და ევროპული ტიპის დემოკრატიის აშენებაში” - განაცხადა ბაქრაძემ. ”ერთად დავსხდეთ და მოვამზადოთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ევროპული მომავლის შეუქცევადობას. ეს იქნება ძალიან კარგი პრაქტიკული ტესტი, რამდენად არის მზად ხელისუფლება, შეასრულოს ის დეკლარირებული ღირებულება, რომელსაც მათგან სიტყვების დონეზე ვისმენთ” - აღნიშნა დავით ბაქრაძემ და იმედი გამოთქვა, რომ "თანამშრომლობის სულისკვეთებით" გაკეთებულ ამ განცხადებას ანალოგიური გამოხმაურება მოჰყვება. დავით ბაქრაძე ასევე შეეხო ელჩების გამოწვევისა და ახალი ელჩების დანიშვნის საკითხს. ” მათი შეფასება ჯერჯერობით არაკორექტული იქნება, ვინაიდან მათი კანდიდატურები არ დამდგარა და ბუნებრივია, რომ საპარლამენტო განხილვის პროცესში ჩვენ ამ ადამიანებსაც შევაფასებთ, მაგრამ დღეს მე ამ პროცესს სხვა მხრიდან შევაფასებდი და ვიტყოდი, რომ ის ელჩები, რომელთა გამოწვევაც დღეს ასე საჩქარო წესით ხდება, საქართველოს ძალიან ღირსეულად და პროფესიონალურად წარმოადგენდნენ იმ ქვეყნებში და ორგანიზაციებში, სადაც ისინი იყვნენ აკრედიტირებული. როდესაც ახალი ელჩები საკუთარი აკრედიტაციის ადგილას ჩაბრძანდებიან და მოიკითხავენ, მაგალითად, ბრიუსელში როგორ მუშაობდა სალომე სამადაშვილი, როგორ მუშაობდა ლონდონში გიორგი ბადრიძე და ა.შ., დაწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ახალ ელჩებს ეყოფათ იმის სინდისი და კეთილგონიერება, აღიარონ და განაცხადონ, რომ საქართველოს ძალიან კარგი ელჩები ჰყავდა.  მე მინდა, ცალსახად დავაფიქსირო, ელჩების აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს და არა "ნაციონალურ მოძრაობას" ძალიან ღირსეულად წარმოადგენდნენ და იმედი მაქვს, რომ რამდენიმე თვის შემდეგ ახალი ელჩები ჩემს ამ სიტყვებს დაადასტურებენ", - განაცხადა ბაქრაძემ.  

უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის ნიშნებზე საუბრობს

 უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის ნიშნებზე საუბრობს დღეს, ”ნაციონალური მოძრაობის” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებლის შემცირების მიზეზი ხელისუფლების არასწორი და უპასუხისმგებლო რიტორიკაა. დეპუტატის თქმით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები საქართველოში სულ უფრო მცირდება, რასაც მისი აზრით მთავრობის მხრიდან გაკეთებული განცხადებები უწყობს ხელს.  ,,საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა გამოაქვეყნა კიდევ ერთი მონაცემი, რომელიც ეხება საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს. მაშინ როდესაც დაგეგმილი იყო წლიური 7, 50%-8%-იანი ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდა, ოქტომბერში ეს მაჩვენებელი დაეცა 5%-მდე, ნოემბერში 3%-მდე, დეკემბერში მივიღეთ -1%, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებელი შარშანდელთან შემცირდა", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.    

ზურაბ ჯაფარიძე: ''შეგვიძლია, თავი მოვიტყუოთ ან ვირწმუნოთ, რომ ამ ადამიანებმა განიცადეს კათარზისი და დღეს კეთილსინდისიერად ემსახურებიან ქართველ ხალხს, თუმცა მსგავსი სასწაულების არ გვჯერა''

15:48 / 30 ნოემბერი, 2012

Pages