მედია

ახალი ამბები

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადება იუსტიციის საბჭოს კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვის შესახებ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადება   12 ივნისი 2013 ქუთაისი   ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ვენეციის კომისიისა და საქართველოს სხვა პარტნიორების მიერ შემოთავაზებული ფორმულის თანახმად, უმრავლესობას იუსტიციის საბჭოს კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვა შესთავაზა. კონსულტაციის მიზანს წარმოადგენდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების შეთანხმებით არჩევა. ნაციონალური მოძრაობა მზად იყო მხარი დაეჭირა უმრავლესობისთვის სასურველი ნებისმიერი ოთხი კანდიდატურისთვის იმ შემთხვევაში, თუ ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად, მოხდებოდა შეთანხმება ორ კანდიდატურაზე, რომელთა ასარჩევად აუცილებელია ხმათა 2/3.   ამასთან, წარმოდგენილი 35 კანდიდატურიდან ნაციონალურმა მოძრაობამ უმრავლესობას კონსულტაციების გასამართად შესთავაზა 10 კანდიდატურა. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა კონსულტაციებსა და შეთანხმებაზე.   ყურადღებას იმსახურების „ქართული ოცნების“ სასურველი კანდიდატების პოლიტიკური ანგაჟირებულობის საკითხი, რაც წინააღმდეგობაში მოდის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის აუცილებელ, კანონმდებლობით დადგენილ მიუკერძოებლობის კრიტერიუმთან. მაგალითად შეიძლება მოყვანილ იქნეს ქ-ნიევა გოცირიძე, რომელიც მუშაობდა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ზაქარია ქუცნაშვილის იურიდიულ ფირმაში, სადაც იღებდა ანაზღაურებას. ხოლო კახა სოფრომაძე იყო "ქართული ოცნების" პარტიული აქტივისტი. ნიშანდობლივია, მას შემდეგ ჟურნალისტებმა მოიპოვეს "ქართული ოცნების" მიერ შერჩეული ექვსი პიროვნების სია, მათ შორის, ხუთმა პიროვნებამ მოხსნა კანდიდატურა.   ამავე დროს, "ერთიანმა ნაციონალური მოძრაობის" მიერ შეთავაზებული იყო იურიდიული საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი და პოლიტიკურად არააფილირებული პიროვნებები, როგორებიც არიან: ზურაბ ძლიერიშვილი ( წარდგენილია „საერთაშორისო გამჭვირვალეობის“ და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ), მაია სულხანიშვილი - უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, გიორგი გოგიაშვილი - სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, იმედა დვალიძე - ადვოკატთა ასოციაციის წევრი, დავით კერესელიძე - თსუ - იურიდიული ფაკულტეტის ყოფილი დეკანი ( ასევე მხარდაჭერილია ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ).   ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ უმრავლესობას არც ამჯერად აღმოაჩნდა მზაობა კომპრომისის, დიალოგისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მხარდაჭერისათვის.  

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადება უმუშევრობის სწრაფ ზრდასთან დაკავშირებით

გუშინ, საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა, გამოაქვეყნა დასაქმებასთან დაკავშირებული მონაცემები, საიდანაც ირკვევა, რომ მხოლოდ 2013 წლის პირველ კვარტალში სამსახური და, შესაბამისად, შემოსავალი, დაკარგა კერძო სექტორში დასაქმებულმა 42,000 მოქალაქემ. ამავე მონაცემების თანახმად, ქართული ბიზნეს სექტორის ბრუნვა შემცირდა 22 ხოლო საქართველოში წარმოებული პროდუქციის მოცულობა 26%-ით.   მოკლე დროში ეკონომიკის ასეთი სწრაფი ვარდნა და უმუშევრობის მკვეთრი ზრდა უაღრესად საგანგაშო ტენდენციაა და მთავრობის მიერ სწორი ნაბიჯების არგადადგმის შემთხვევაში უფრო მეტი ჩვენი თანამოქალაქე დაკარგავს სამსახურს.   ეს არის ის, რის შესახებაც მთავრობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აფრთხილებდა უკანასკნელი 8 თვის განმავლობაში. ნეგატიური ეკონომიკური ტენდენციების და უმუშევრობის ზრდის მთავარ მიზეზს წარმოადგენს მთავრობის ურთიერთგამომრიცხავი და არათანმიმდევრული რიტორიკა და პოლიტიკა ეკონომიკურ საკითხებთან მიმართებაში. ნაცვლად დაპირებული ახალი სამუშაო ადგილებისა და ახალი საწარმოებისა ჩვენ აღმავალი ტემპით ვკარგავთ არსებულ სამუშაო ადგილებს. რაც ყველაზე საგანგაშოა, სულ უფრო მეტი კვალიციფიური მუშა-მოსამსახურე რჩება სამსახურის გარეშე.   ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, როგორც ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა, კიდევ ერთხელ სთავაზობს ხელისუფლებას გამოსავალს შექმნილი ვითარებიდან. აუცილებელია:   1. ახალი სამუშაო ადგილების შექმნის პროცესის სტიმულირების მიზნით აუცილებელია მოხდეს გადასახადების შემცირება ისე როგორც ეს იყო დაგეგმილი საგადასახადო კოდექსში 2012 წლის დეკემბერში მიღებულ ცვლილებებამდე და მაქსიმალურად შენარჩუნებულ იქნეს შრომის ბაზრის თავისუფლება;   2. სამუშაო ადგილებს ქმნის ბიზნესი. ამიტომ დაცულობისა და სტაბილურობის განცდა კერძო სექტორში მნიშნელოვანია დასაქმების ხელშეწყობისთვის. შესაბამისად, უნდა გამოცხადდეს 2 წლიანი მორატორიუმი ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ქვეყნის ფინანსურ–ეკონომიკურ გარემოზე; საკანონმდებლო ორგანომ მიიღოს კანონი ფინანსურ–ეკონომიკური ხასიათის დანაშაულის ამნისტიისა  და დაფარული გადასახადების ლეგალიზაციის შესახებ, რომელიც ჩადენილია 2013 წლის 1 იანვრამდე; მოხდეს ფინანსურ–ეკონომიკური ხასიათის დანაშაულის დეკრიმინალიზაცია; აიკრძალოს სასამართლოს ნებართვის გარეშე კერძო მფლობელობაში არსებული კომპანიების შემოწმება სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების მიერ;   3. დასაქმების ზრდა შეუძლებელია უცხოური ინვესტიციების მოზიდვის გარეშე. ამისათვის კი აუცილებელია უზრუნველყოფილ უნდა იქნას ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრების შენარჩუნება, ხოლო, შესაძლებლობის შემთხვევაში, გაუმჯობესება, რათა მოხდეს მთავრობის სუვერენულ რეიტინგებში საქართველოს პოზიციების გაუმჯობესება;   4. წესებზე დაფუძნებული და პროგნოზირებადი ახალი საექსპორტო ბაზრების გახსნა მკვეთრ სტიმულს მისცემს სამუშაო ადგილების შექმნის პროცესს. ამიტომ, უნდა დაჩქარდეს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმება ევროკავშირთან. ასევე აუცილებელია მთავრობამ მოახდინოს ძალისხმების კონცენტრაცია პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად აღებული პოლიტიკური ვალდებულების  ხორცშესასხმელად.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მომტანად მიიჩნევს

17:32 / 30 მაისი, 2013

Pages