მედია

ახალი ამბები

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადება ქვეყანაში კრიმინოგენული სიტუაციის გაუარესებასთან დაკავშირებით

გვინდა გამოვეხმაუროთ პრემიერ–მინისტრის დღევანდელ განცხადებას კრიმინოგენული მდგომარეობის შესახებ. მისი განცხადებით, მიუხედავად 14 ათასი ამნისტირებული პატიმრისა „არავინ ძალადობს მოსახლეობაზე“. ჩვენ არაერთხელ გამოვხატეთ შეშფოთება ბოლო დროს დამძიმებული კრიმინოგენული სიტუაციის გამო. ამას ყოველი ჩვენგანი გრძნობს და მოგეხსენაბათ, საქართველოს ქალაქებში გახშირდა ქურდობები, ყაჩაღობები, ბანკებზე თავდასხმები და სხვა მძიმე დანაშაულები, რაც საზოგადოების საფუძვლიან აღშფოთებას იწვევს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კრიმინალთან ბრძოლისთვის შევარდნაძის დროინდელ მეთოდს, კერძოდ, „რეიდებს“ იყენებს და ამას ხსნის მძიმე დანაშაულის გამოვლენისა და აღკვეთის პრევენციით. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ე.წ. „რეიდები“ შეურაცხმყოფელია თითოეული ჩვენი კანონმორჩილი თანამოქალაქისათვის. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, არა ბრძოლას, არამედ გარკვეულწილად დანაშაულის დაფარვას. როგორც ცნობილია, მსგავსი მეთოდებით კრიმინალთან ბრძოლა შეუძლებელია. გვსურს კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ხელისუფლებას, კერძოდ, პრემიერ-მინისტრს, თავი დაანებონ შევარდნაძის დროინდელი მეთოდების გამოყენებას და დაიწყონ ქვეყანაში ქმედითი ღონისძიებების გატარება, რათა საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ თავი დაცულად იგრძნოს და კვლავ თავისუფლად და უსაფრთხოდ მოახდინონ გადაადგილება ჩვენი ქვეყნის ქალაქებსა თუ სოფლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ქვეყანაში არსებული კრიმინოგენული ფონი კიდევ უფრო დამძიმდეს.                                           

დავით ბაქრაძის ბრიფინგი

დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კადიდატმა პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა. ბრიფინგის მთავარი თემა ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება და მისი გამოსწორების გზები იყო. დავით ბაქრაძემ საქართველოს მთავრობას კიდევ ერთხელ შესთავაზა შეწყდეს შიდაპოლიტიკური დავა და ერთობლივი ნაბიჯები გადაიდგას საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატმა ის ნაბიჯები დაასახელა, რომელთა განხორციელებაც ქვეყანაში გაუარესებულ ეკონომიკურ ფონს მნიშვნელოვნად შეცვლის უკეთესობისაკენ, მათ შორის, გადასახადების შემცირება, ხუთწლიანი მორატორიუმი ახალი ეკონომიკური რეგულაციების შემოგებაზე, ეკონომიკური ამნისტია და ბიზნესის სრული დეკრიმინალიზაცია.  

Pages