მედია

ახალი ამბები

სამადაშვილი: "იმედის" ეთერში გასული ფილმი ხელისუფლების დაკვეთითაა შესრულებული

“რუსეთი აღიარებულია ოკუპანტად საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, ხოლო საქართველო მსვერპლად - ანუ გარკვეულია ვინ არის აგრესორი და ვინ მსვერპლი” – ასე გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასულ ფილმს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხებოდა. „ორი დღის წინ, იმედის ეთერში გავიდა ფილმი, რომელიც სიტყვა-სიტყვით იმეორებს რუსულ გზავნილებს 2008 წლის ომზე, ადანაშაულებს საქართველოს 2008 წლის სამხედრო მოქმედებების დაწყებაში. რთული დასაჯერებელია, რომ ეს ფილმი  ქართულ ტელეარხზე გავიდა და არა „ოერტეზე“, ან „რაშა თუდეიზე“.გასაგებია, რომ ფილმი საქართველოს ხელისუფლების დაკვეთითაა შესრულებული, მაგრამ მიგვაჩნია, რომ საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს, ვინ არის ფილმის ავტორი და მოვუწოდებთ იმედს, გაასაჯაროოს ამ ფილმის ავტორების ვინაობა.დღეს კი გვსურს მათ, ტელეკომპანია იმედს და ხელისუფლებას შევახსენოთ:რუსეთი აღიარებულია ოკუპანტად საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, ხოლო საქართველო მსვერპლად - ანუ გარკვეულია ვინ არის აგრესორი და ვინ მსვერპლი. პუტინმა თავად აღიარა, რომ ომი ჯერ კიდევ 2006 წელს დაგეგმა. 2014 წლის ყირიმის მოვლენებმა კი ყველფერი საბოლოოდ ცხადი გახადა.რუსეთის სამხედრო ინტერვენციის მიზანს წარმოადგენდა: 1. ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ჩამოშლა 2. სახელმწიფოებრიობის დასუსტება  3. ეკონომიკის დანგრევა   4. საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის ბოლო მოეღო 5. დასუსტებული ქვეყანის, რუსეთის ზეგავლენის სფეროში მოქცევა ეს სტრატეგიული ამოცანები ვერ შერსულდა, საქართველომ გააგრძელა განვითარება, გაგრძელა ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია და ჩვენ, ჩვენს მოსაგებ ომს ვიგებდით მშვიდობთ, სწრაფი ეკონომიკური ზრდით, მშენებლობითა და განვითარებით. დღეს, უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის, ერვონული ვალუტის გაუფასურებისა და ჩიხში შესული საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის ფონზე, როცა დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად, საქართველო სულ უფრო დამოკიდებული ხდება რუსეთზე, დემოკრატიული სივრცე კი ფაქტიურად ქრება, რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი სწორედ ‘მშვიდობიანად” უგებს საქართველოს ომს. და ივანიშვილზე, იმ ხელისუფლებაზე, რომელმაც მოიწვია და პარლამენტის სპიკერის სავარძელში დასვა ბატონი გავრილოვი, უკეთესი მოკავშირე, რუსეთის დღეს არ ჰყავს. თუმცა, პუტინისა და ივანიშვილის ინტერესები, რომ მკვეთრად უპირისპირდება ჩვენი ქვეყნისას, ეს ჩვენმა საზოგაოდებამ 20 ივნისს დაამტკიცა, და შესაბამისად, ივანიშვილის ხელისუფლებაც ფსკერისკენ სწრაფი დაშვების რეჟიმის გემს დაემსავსა.ხელისუფლებისაგან, რომელიც მზად არის თვალები დათხაროს საკუთარ მოქალაქეებს ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, ხელისუფლებისაგან, რომელიც პოლიტიკური რეპრესიებს ახორციელებს და ანადგურებს დამოუკიდებელ მედიას, არ უნდა გაგვიკვირდეს სტრატეგია, რომელიც აირჩია საკუთარი ამომრჩევლის, თუ ესეთი კიდევ არსებობს, შესანარჩუნებლა. ეს სტრატეგია ერთდერთ გზავნილზეა დასული, გზავნილზე, რომ 2008 წლის ომი წინა ხელისუფლებამ, ანუ საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო და განსხვავებით წინა ხელისუფლებისაგან, ივანიშვილს ომი მაინც არ დაუწყია. ივანიშვილის ამ მორიგ სიცრუეს, რა თქმა უნდა არ მიიღებს ჩვენი საზოგადოება, რომელმაც იცის, რომ ეს გზავნილი გარდა იმისა რომ უტიფარი და უსინდისო ტყულია. იცის, რომ ეს გზავნილი ნიშნავს: უარის თქმას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე და ჩვენი სამხედროების გასასამართლებას საერთაშორისო ტრიბუნალზე.ჩვენ მივმართავთ ჟურნალისტურ ქარტიას  საკუთარი შეფასება გააკეთოს ამ ფილმთან დაკავშირებით. მივმართავთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ებრძვიან ქვეყანაში რუსულ პროპაგანდას, რომ ასევე შეფასება გააკეთონ ამ სამარცვინო ფილმთამ დაკავშირებით. და მე პირადად, მივმართავ იმედის ჟურნალისტებს: რუსეთის სტრატეგია, ივანიშვილი და მისი პოლიტკური პროექტი, განწირული კრახისთვის, ამიტომ, მოგიწოდებთ, მომავალში მონაწილეობა არ მიიღოთ რუსულ პროპგანდისტულ პროექტებში, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული. ხელისუფლება ამ ქვეყანაში აუცილებლად შეიცვლება, და ქართული სახელმწიფო და მისი ინტერესები კი დარჩება.  

სრული თანხვედრაა ე.წ. „ქართული ოცნებისა“ და რუსული დიპლომატიის ნარატივში

„ქართული ოცნების“ პოლიტიკა რუსეთის პოლიტიკასთან თანხვედრაშია, რასაც ჩვენი ქვეყნისთვის გამოუსწორებელი შედეგები შეიძლება მოჰყვეს - ასე პასუხობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე აგვისტოს ომთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს.„ყველას უნდა გვესმოდეს, მაშინ როდესაც თავად საქართველოს ოფიციალური პირები (მათ შორის ისინი, რომლებიც წარმოადგენენ ქვეყანას საერთაშორისო ურთიერთობებში) საკუთარი მოქალაქეების მიმართ სამხედრო აგრესიას და „გენოციდს“ „აღიარებენ“ - ეს რუსეთის სასარგებლოდ მოწყობილი თამაშია, რომლის მიზანია: მოხდეს საქართველოს წინააღმდეგ რუსული სამხედრო აგრესიის დაკანონება; შეიქმნას აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობის აღიარების სამართლებრივი საფუძველი;ჩვენი გმირ სამხედროებს დაეკისროთ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.„გუშინ 7 გვისტოს, რუსეთის მხრიდან საქართველოზე სამხედრო თავდასხმის დღეს, რომელსაც ასობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, ნებისმიერი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფლება გმირ სამხედროებს გაიხსენებდა, ოკუპანტის მიმართ პრინციპულ მიდგომებზე ისაუბრებდა და ერთიანობის აუცილებლობაზე გააკეთებდა აქცენტს. ოლიგარქ ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“კი ეს დღე დაპირისპირებისათვის გამოიყენა, თავს დაესხა ოპოზიციას და 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა საკუთარ სახელმწიფოს დააკისრა.ეს არ იყო შემთხვევითი. ქართული ოცნების „თვალსაჩინო“ სახეები საზოგადოების წინაშე ორგანიზებულად წარსდგნენ წინასწარ მომზადებული გზავნილით, სადაც 90% საკუთარი სახელმწიფოსა და სამხედროების დადანაშაულებაა . რუსეთი მხოლოდ ზედაპირულად ახსენეს, პუტინი კი, მათ განცხადებებში  საერთოდ არ ყოფილა ნახსენები. იმის პარალელურად, როცა ჩვენი პარტნიორები, დასავლური სახელმწიფოს ლიდერები საქართველოს დეოკუპაციას მოითხოვენ, ოცნება რუსეთის აგრესიის „გაპრავებით“ არის დაკავებული. ეს გზავნილები რუსულ აგრესიულ პოლიტიკასთან სრულ თანხვედრაშია. გავიხსენოთ ზურაბიშვილის მთავარი საარჩევნო გზავნილი - საქართველომ დაბომბა „მძინარე“ ცხინვალი. ვოლსკის ტექსტები, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ ჩაშალა სამშვიდობო მოლაპარაკებები, არ დაიცვა საკუთარი მოქალაქეები. საქართველომ რუსეთის ფედერაციას შესთავაზა რამდენიმე სამშვიდობო გეგმა, მათ შორის ეუთოს  სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში, აგრეთვე დათანხმდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინიტრ შტაინმაიერის მიერ შემოთავაზებულ სამშვიდობო გეგმაზე - ყველა ეს გეგმა სწორედ რუსეთის ფედერაციამ ჩაშალა. უშუალოდ 6  და 7 აგვისტოს ჩვენ მივმართეთ ყველა სამშვიდობო ზომას, რათა ვითარების ესკალაცია არ მომხდარიყო. ამ ღონისძიებების შესახებ დიპლომატიური კორპუსი საქმის კურსში იყო.საქართველოს ხელისუფლებამ 7 აგვისტოს სამხედრო ოპერაცია დაიწყო სწორედ საკუთარი მოქალაქეების დაცვის მიზნით. სწორედ ქართველი სამხედროების ქმედებების შედეგად გამოყვანილ იქნა ათასობით ადამიანი. სხვათაშორის სწორედ ამ თავდაცვით ,მოქმედებებს აფასებენ ოცნების წარმომადგენლები პროვოკაციად. მეტიც, რუსული დიპლომატია ქართველი პოლიტიკოსების მსგავს გზავნილებს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ და ოკუპაციის ლეგიტიმაციის მიზნით საერთაშორისო ურთიერთობებში და სასამართლოებში იყენებს. ამის მაგალითია სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ამონარიდების წარდგენა ჰააგაში, რაც მხოლოდ დასაწყისია. გავიხსენოთ 10 ივლისისპ უტინის განცხადება, რომ თითქოს საქართველომ 1918-1920 წლებში აფხაზეთის ოკუპაცია და ცხინვალის რეგიონში გენოციდი მოახდინა. რუსეთს აქვს კონკრეტული გეგმა საქართველოს დანაწევრებისთვის შექმნას პოლიტიკური, დიპლომატიური და სამართლებრივი საფუძველი. სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა შევცვალოთ არსებული ხელისუფლება მანამ,სანამ საქართველოს დანაწევრების პროცესი შეუქცევადი არ გახდება.

Pages