მედია

ახალი ამბები

ინტერნეტვაუჩერები მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის - ენმ-ის ახალი ინიციატივა

იმ მოსწავლეებსა და სტუდენტებს, რომელთაც ინტერნეტზე წვდომა არ აქვთ, ინტერნეტვაუჩერი უნდა გადაეცეთ. აღნიშნულ ინიციატივაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ ისაუბრა. მისივე განმარტებით, დღევანდელი მოცემულება, რომელიც ეკონომიკური მდგომარეობის პოზიტიურ განვითარებას ნამდვილად არ მეტყველებს, აუცილებელია სახელმწიფო იმ მოსწავლეებსა და სტუდენტსბს დაეხმაროს, რომელთაც ინტერნეტზე წვდომა არ აქვთ, რათა სრულყოფილად  ჩაერთონ დიატანციურ სწავლებაში.„ჩვენი პოლიტიკური გუნდი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არავითარ შემთხვევაში არ იყო ჩასაფრებული პოზიციიდან. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებას ვთავაზობთ ინიციატივებს და ძალიან კონკრეტულ, რეალისტურ გეგმებს, რომლის განხორციელების შემთხვევაში ჩვენს მოქალაქეებს ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათები ექნებათ.დღეს მინდა ჩვენი ანტიკრიზისული ვაუჩერის მეორე ეტაპის კონკრეტული ინიციატივა წარმოგიდგინოთ, რომელიც მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ჩვენი მომავალი თაობისთვის. დღეს გესაუბრებით ინტერნეტ ვაუჩერზე, რომელიც აუცილებელია გადაეცეს ყველა იმ ბავშვეს, მოსწავლეს და სტუდენტების ნაწილს, ვინც ვერ ახერხებს ინტერნეტთან წვდომას და არ აქვს ელემენტარული წვდომა ჩვენი ცვილიზაციის საერთო სიკეთესთან, განათლებასთან. სრულიად რეალისტურია, რომ საქართველოში 90 ათას მოსწავლესა და 10 ათას სტუდენტს დაურიგდეს ინტერნეტ ვაუჩერი. ბევრია ოჯახი, ვისაც არ შეუძლია პირველადი გადახდა და შემდეგ ამ კომუნიკაცებით სარგებლობა. ხელისუფლებას და საზოგადოებას, ამ მძიმე კრიტიკის ფონზე ვთავაზობთ კონკრეტულ ინიციატივას, ეს არის ანტიკრიზისული ვაუჩერის მეორე პუნქტი, ინტერნეტ ვაუჩერი, რომელიც 15 მილიონი ლარის ფარგლებში დაურიგდება 90 ათას მოსწავლეს, ვინც არინ სოფლებში და 10 ათას სტუდენტს, რომელთაც არ აქვთ საშუალება ონლაინ კლასები აწარმოონ“,- განაცხადა დეკანოიძემ

ენმ მთავრობას მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეები დროულად დააბრუნოს ქვეყანაში

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს ავიახაზებბის განცხადებას ეხმაურება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ჩარტერული ფრენების დანიშვნას შეეხებოდა და მთავრობას მოუწოდებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ჩარჩენილი საქართველოს მოქალქეები დროულად დააბრუნოს ქვეყანაში.აღნიშულის შესახებ პარტიის თავმჯდომაე გრიგოლ ვაშაძემ ისაუბრა. მისივე განცხადებით, პარტიის ინიციატივები, რომებიც კომუნალურ და ინტერნეტ ვაუჩერებს შეეხებოდა, არანაირად არ უკვაშირდება პოლიტიკური ქულების დაწერას და მხოლოდ მოქალაქეების თანადგომას, შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამოსავალს შეეხება.„არ წყდება ზარები, რომლებიც ევროპის სხვადასხვ ქალებიდან შემოდის. უამრავი ჩვენი თანამოქალაქე ვერ ახერხებს დაბრუნებას. მათმა უმრავლესობამ დაკარგა სამსახური, შესაბამისად არანაირი  შემოსავლის წყარებო აღარ გააჩნიათ. მათ შორის არიან სტუდენტები. ეს ადამიანები ამტკიცებენ,  რომ საკონსულოებისგნ ვერ იღებენ ვერანაირ პასუხს. ამიტომ, ვთხოვთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, გააკეთონ ყველაფერი, რათა ისინი სამშობლოში დააბრუნონ. ვიცი მათ ამით შესაძლებლობები აქვთ. ხაზგასასმელია საქართველოს ავიახაზების ინიციატივა, რომლის თანახმადაც მზად არიან ჩარტერული რეისებისთვის. ესაა სასწრაფოდ გასაკეთებელი. ევროპის სხვადასხვა ქალაქებში ჩარჩენილი ჩვენი მოქალაქეები უნდა გამოვიყვანოთ.რააც შეგვეხება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ჩვენ უკვე გავახმოვანეთ ინიციატივები კომუნალურ და ინტერნეტ ვაუჩერებთან დაკავშირებით. პარტია ასევე მუშაობს ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გეგმაზე, რომელსაც მალე შემოგთავაზებთ.  ასევე, ვმუშაობთ იმ აუცილებლად გადასადგმელ ნაბიჯებზე, რომლებმაც ჩვენი მოქალაქეების ყველაზე მოწყვლადი ფენები აშექმნილ მდგომარეობასი მარტო არ უნდა დატოვოს.“

Pages