მედია

ახალი ამბები

სუს-ი შანტაჟით ცდილობს ადამიანებში შიშის დათესვას... რეჟიმი ბოლო წუთებს ითვლის

დეკანოიძე ჟურნალისტებისა და რესპოდენტების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ესაა საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა."მინდა გამოვეხმაურო ბოლო დროს სუსის მიერ გატარებულ ანტისახლემწიფოებრივ და საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას, რომელიც კრიტიკულ მედიასა და სოციალურ ქსელებში აზრის დაფიქსირების გამო რესპოდენტებისა და ჟურნალისტების მასობრივ დაბარებას, მათი დაშინების მცდელობას. ასევე, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული სტატუსების გამო მათ დაბარებას. ეს ყველაფერი პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, გამოხატვის თავისუფლებას და მიმართულია მხოლოდ ერთი რამისკენ - მაშინ, როცა რეჟიმი ბოლო წუთებს ითვლის, როცა გასაგებია რომ ოქტომბერში ივანიშვილის ვერტიკალი ჩამოიშლება და ხელისუფლებაში ვეღარ დარჩება, სუსი ყველაზე უფრო რეპრესიული და პოლიტიზებული სამართალდამცავი უწყება ასე დაშინებით ცდილობს მასიურად დათესოს შიში.მინდა ვუთხრა ყველას, ესაა ანტისახლემწიფოებრივი ქმედება, კონსტიტუციის დარღვევა, რადგან ადამიანებს თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება აქვთ.შესაბამისად, ყველა ბრძანების გამცემი და ამ ხალხის სუსში დამბარებელო ხალხი კანონის წინაშე აგებენ პასუხს.ჩვენ განსაკუთრებუთ შემაშფოთებლად ვადაფასებთ ამ ქმედებებს და ეს ინფორმაცია აუცილებლად ეცნობება როგორც დიპლომატიურ კორპუსს, ასევე შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებს."- აცხადებს დეკანოიძე და დასძენს:"მაშინ როდესაც, რეჟმი ითვლის ბოლო წუთებს და უკვე გასაგებია, რომ არჩევნებში ივანიშვილის ოლიგარქიული ვერტიკალი მთლიანად ჩამოიშლება, სუს-ი ყველაზე უფრო რეპრესიული და პოლიტიკური სამართალდამცავი უწყება, დაშინებით, ადამიანების შანტაჟთ ცდილობს მასობრივად დათესოს ადამიანებში შიში".

თეთრი ყურძენი - 1.5 ლარი საფერავი - 3 ლარი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წარმომადგენელი გიორგი ბოტკოველი ხელისუფლებას მოუწოდებს ყურძნის ფასი გლეხის შრომის ადეკვატური იყო.მისი განცხადებით, 1 კილოგრამი თეთრი ყურძნის ფასი 1.50 ლარით უნდა განისაზღვროს, ხოლო საფერავის ღირებულებამ 3 ლარი შეადგინოს.„სოფლის მეურნეობის მინისტრმა, რამდენიმე დრის წინ, განცხადება გააკეთეა, რომ წელს კახელი გლეხი ყურძენზე სუპერ ფასს არ უნდა ელოდოს. იმ პირობებში, როცა შესაძლებელია მინისტრებს და სხვა მაღალჩინოსნებს მაღალი ხელფასები ჰქონდეთ, როცა ადიკო ივანიშვილი ღებულობს სუპერ შემოსავალს იმ ყურძნისგან, რომელსაც კაპიკებში იბარებენ კახელი გლეხისგან, თურმე შეუძლებელია გლეხმა მიიღოს მისი ჯაფის შესაბამისი ანაზღაურება.2012 წელს, კახეთში, 1 კგ ყურძენი 1 ლარი ღირდა, მისი მსყიდველუნარიანობა შეადგენდა 59 ამერიკულ ცენტს,  2019 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პირდაპირ მიუთითა ქარხნებს, რომ მათ 70 თეთრზე მეტი არ უნდა გადაეხადათ ყურძენში. ეს არის 23 ამერიკული ცენტი. ამით შეგიძლიათ შეაფასოთ ამ თანხას რა მსყიდველუნარიანობა აქვს.ჩვენი მოთხოვნაა, რომ გლეხს 1 კგ თეთრ ყურძენში მინიმუმ 1.50 ლარი უნდა გადაუხადონ, ეს იქნება მის მიერ გაწეულ ჯაფასთან მიახლოებული თანხმა.  საფერავის ფასი კი 3 ლარით უნდა განისაზღვროს.ჩვენ, კახეთსა და ყველა რეგიონში, სადაც ყურძნის მოსავალია, ვაწარმოებთ კამპანიას, ვაიძულოთ ხელისუფლება, გადაუხადნ ის ფასი, რისი პირობაც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა გასცა.“  

Pages