გაზიარება
UNM UNM
მედია - 11:30 / 31 იანვარი 2013

უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის ნიშნებზე საუბრობს

 უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის ნიშნებზე საუბრობს

დღეს, ”ნაციონალური მოძრაობის” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებლის შემცირების მიზეზი ხელისუფლების არასწორი და უპასუხისმგებლო რიტორიკაა. დეპუტატის თქმით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები საქართველოში სულ უფრო მცირდება, რასაც მისი აზრით მთავრობის მხრიდან გაკეთებული განცხადებები უწყობს ხელს. 

,,საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა გამოაქვეყნა კიდევ ერთი მონაცემი, რომელიც ეხება საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს. მაშინ როდესაც დაგეგმილი იყო წლიური 7, 50%-8%-იანი ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდა, ოქტომბერში ეს მაჩვენებელი დაეცა 5%-მდე, ნოემბერში 3%-მდე, დეკემბერში მივიღეთ -1%, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებელი შარშანდელთან შემცირდა", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.