თავმჯდომარის არჩევნები 2023
https://bit.ly/unmelection2023
დაიწყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევნებზე ამომრჩეველთა რეგისტრაცია, რომელიც გაგრძელდება 26 იანვრის 10:00 სთ-მდე.
რეგისტრაცია, ისევე, როგორც ხმის მიცემა განხორციელდება ელექტრონულად, უნიკალური ტექნოლოგიური პლატფორმის “ბლოკჩეინი” სისტემის გამოყენებით.
უზრუნველყოფილია რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სიისა და ხმის ფარულობა, რაც ნიშნავს, რომ არავის ექნება ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა არჩევანი გააკეთა ამომრჩეველმა (ვის მისცა ხმა).
რეგისტრაციისთვის ამომრჩეველს შეუძლია იხელმძღვანელოს ვიდეო ინსტრუქციით, რომელიც განთავსებულია პარტიის ოფიციალურ “facebook” გვერდზე.
რეგისტრაციისას წარმოშობილი კითხვების ან პრობლემების შემთხვევაში ამომრჩეველს შეუძლია მიმართოს პარტიის ცხელ ხაზს ნომერზე: 032 2 47 11 55 12:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევნები, უშუალოდ ხმის მიცემა დაიწყება : 28 იანვრის 10:00 სთ-ზე და დასრულდება 30 იანვრის 10:00 სთ-ზე.
რეგისტრაციისთვის გადადით მოცემულ ბმულზე