გაზიარება
UNM UNM
მედია - 13:55 / 8 აგვისტო 2019

სრული თანხვედრაა ე.წ. „ქართული ოცნებისა“ და რუსული დიპლომატიის ნარატივში

ქართული ოცნებისპოლიტიკა რუსეთის პოლიტიკასთან თანხვედრაშია, რასაც ჩვენი ქვეყნისთვის გამოუსწორებელი შედეგები შეიძლება მოჰყვეს - ასე პასუხობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე აგვისტოს ომთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს.

ყველას უნდა გვესმოდეს, მაშინ როდესაც თავად საქართველოს ოფიციალური პირები (მათ შორის ისინი, რომლებიც წარმოადგენენ ქვეყანას საერთაშორისო ურთიერთობებში) საკუთარი მოქალაქეების მიმართ სამხედრო აგრესიას დაგენოციდს“ „აღიარებენ“ - ეს რუსეთის სასარგებლოდ მოწყობილი თამაშია, რომლის მიზანია:

  • მოხდეს საქართველოს წინააღმდეგ რუსული სამხედრო აგრესიის დაკანონება;
  • შეიქმნას აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობის აღიარების სამართლებრივი საფუძველი;
  • ჩვენი გმირ სამხედროებს დაეკისროთ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

გუშინგვისტოს, რუსეთის მხრიდან საქართველოზე სამხედრო თავდასხმის დღეს, რომელსაც ასობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, ნებისმიერი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფლება გმირ სამხედროებს გაიხსენებდა, ოკუპანტის მიმართ პრინციპულ მიდგომებზე ისაუბრებდა და ერთიანობის აუცილებლობაზე გააკეთებდა აქცენტს. ოლიგარქ ივანიშვილისქართულმა ოცნებამკი ეს დღე დაპირისპირებისათვის გამოიყენა, თავს დაესხა ოპოზიციას და 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა საკუთარ სახელმწიფოს დააკისრა.

ეს არ იყო შემთხვევითი. ქართული ოცნებისთვალსაჩინოსახეები საზოგადოების წინაშე ორგანიზებულად წარსდგნენ წინასწარ მომზადებული გზავნილით, სადაც 90% საკუთარი სახელმწიფოსა და სამხედროების დადანაშაულებაა . რუსეთი მხოლოდ ზედაპირულად ახსენეს, პუტინი კი, მათ განცხადებებში  საერთოდ არ ყოფილა ნახსენები.

იმის პარალელურად, როცა ჩვენი პარტნიორები, დასავლური სახელმწიფოს ლიდერები საქართველოს დეოკუპაციას მოითხოვენ, ოცნება რუსეთის აგრესიისგაპრავებითარის დაკავებული. ეს გზავნილები რუსულ აგრესიულ პოლიტიკასთან სრულ თანხვედრაშია. გავიხსენოთ ზურაბიშვილის მთავარი საარჩევნო გზავნილი - საქართველომ დაბომბამძინარეცხინვალი. ვოლსკის ტექსტები, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ ჩაშალა სამშვიდობო მოლაპარაკებები, არ დაიცვა საკუთარი მოქალაქეები.

  1. საქართველომ რუსეთის ფედერაციას შესთავაზა რამდენიმე სამშვიდობო გეგმა, მათ შორის ეუთოს  სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში, აგრეთვე დათანხმდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინიტრ შტაინმაიერის მიერ შემოთავაზებულ სამშვიდობო გეგმაზე - ყველა ეს გეგმა სწორედ რუსეთის ფედერაციამ ჩაშალა.
  2. უშუალოდდა 7 აგვისტოს ჩვენ მივმართეთ ყველა სამშვიდობო ზომას, რათა ვითარების ესკალაცია არ მომხდარიყო. ამ ღონისძიებების შესახებ დიპლომატიური კორპუსი საქმის კურსში იყო.
  3. საქართველოს ხელისუფლებამ 7 აგვისტოს სამხედრო ოპერაცია დაიწყო სწორედ საკუთარი მოქალაქეების დაცვის მიზნით. სწორედ ქართველი სამხედროების ქმედებების შედეგად გამოყვანილ იქნა ათასობით ადამიანი.

სხვათაშორის სწორედ ამ თავდაცვით ,მოქმედებებს აფასებენ ოცნების წარმომადგენლები პროვოკაციად. მეტიც, რუსული დიპლომატია ქართველი პოლიტიკოსების მსგავს გზავნილებს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ და ოკუპაციის ლეგიტიმაციის მიზნით საერთაშორისო ურთიერთობებში და სასამართლოებში იყენებს.

ამის მაგალითია სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ამონარიდების წარდგენა ჰააგაში, რაც მხოლოდ დასაწყისია.

გავიხსენოთ 10 ივლისისპ უტინის განცხადება, რომ თითქოს საქართველომ 1918-1920 წლებში აფხაზეთის ოკუპაცია და ცხინვალის რეგიონში გენოციდი მოახდინა. რუსეთს აქვს კონკრეტული გეგმა საქართველოს დანაწევრებისთვის შექმნას პოლიტიკური, დიპლომატიური და სამართლებრივი საფუძველი.

სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა შევცვალოთ არსებული ხელისუფლება მანამ,სანამ საქართველოს დანაწევრების პროცესი შეუქცევადი არ გახდება.