გაზიარება
UNM UNM
მედია - 17:38 / 28 აგვისტო 2016

სოფელ ჟონეთის მოსახლეობა მთავრობას უმოქმედობასა და უუნარობაში ადანაშაულებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მამუკა საღარეიშვილი სოფელ ჟონეთის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივები აღშფოთებას გამოხატავენ სასმელი წყლის დაბინძურების გამო. მათი თქმით, დაახლოებით ორი წლის წინ, სოფელში, გორაზე (მწვანე ზოლში), სადაც სასმელი წყლის ბასეინი მდებარეობს, სამთო-მომპოვებითი სამუშაოები დაიწყო, რამაც სასმელი წყალი დააბინძურა. გარდა ამისა, სოფელში არ არის ელექტრო გამრიცხველიანება, გაზი და გზა. სოფელი მთავრობას უმოქმედობასა და უუნარობაში ადანაშაულებს.
 
„სოფელ ჟონეთში კარიერული წესით გრანიტის ქვის მოპოვება მასიურად ხდება. ბიზნესის წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ ბიზნესი სხვისი უბედურების ხარჯზე არ უნდა აკეთო. სოფლებია, სადაც ხალხი სასმელი წყლის შეყვანას ითხოვს. ამ ხალხს ეს პრობლემა არ ჰქონია, ბოლო ორი წელია კი ონკანში სასმელი წყლის ნაცვლად ტალახი მოდის. აშკარაა ამ ბიზნესს ვიღაცები მფარველობენ და ადამიანების ბედი არ აინტერესებთ.
 
ამ თემის მაჟორიტარის არჩევაში, რომელიც ახლა  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეა, თავის დროზე დიდი წვლილი  ამ სფეროში დასაქმებულმა ბიზნესმენებმა შეიტანეს. თემის რწმუნებულიც იგივე ბიზნესშია ჩართული. ხალხის საშველი კი არსად ჩანს, პროკურატურაშიც იჩივლეს, გარემოს დაცვაშიც, გუბერნიაშიც, მაგრამ შედეგი არ არის. პასუხი მხოლოდ ერთია - გამოძიება მიმდინარეობს...''  -  აცხადებს მამუკა საღარეიშვილი.