გაზიარება
UNM UNM
მედია - 14:19 / 19 სექტემბერი 2016

სოფელ მაღლაკის მოსახლეობა მუნიციპალიტეტს გზის დაზიანებაში ადანაშაულებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მამუკა საღარეიშვილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

მაღლაკის მაცხოვრებლები მუნიციპალიტეტს გზის დაზიანებაში ადანაშაულებენ, მათი თქმით, მუნიციპალიტეტმა წინასაარჩევნოდ ე.წ. გრეიდერი შეიძინა, რომლითაც სოფლის გზის გასწორების ნაცვლად, გააფუჭეს.

წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მაცხოვრებლებს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პრობლემის მოგვარებას დაპირდა.