გაზიარება
UNM UNM
მედია - 11:09 / 15 აპრილი 2016

შუახევის საკრებულოს სუსი მართავს

დღეს, შუახევის საკრებულოს წევრების ერთმა მესამედმა, 8 წევრმა, საკრებულოს ბიუროს სხდომაზე განსახილველად შეიტანეს ინიცირიბა, საკრებულოს თავჯდომარის გადაყენებასთან დაკავშირებით. ინიცირების დარეგისტრირებიდან ზუსტად 10 წუთში, თავმჯდომარის კაბინეტში მოვიდა ზემო აჭარის სუს-ის უფროსი ( ვიდეო მასალაში ნატლად ჩანს სუს -ის უფროსის იქ ყოფნა )გამგებელთან და სხვა პირებთან ერთად, საკრებულოს წევრების დასაშანტაჟებლად და შესაშინებლად საკითხის უკან გამოტანის მიზნით. ბიუროს სხდომა ნაცვლად დანიშნული დღის 12 საათისა დაიწყო 13 საათზე, სანამ სუს-ის უფროსმა არ დატოვა თავმჯდომრის კაბინეტი. მიუხედავად დაჭერებითა თუ სხვა სახის ზეწოლებისა, საკითხი მაინც ჩაისვა დღის წესრიგში. საკრებულოს თავმჯდომრის გადაყენების საკითხს კენჭი ეყრება მომავალ პარასკევს, 25 მარტს მორიგ საკრებულოს სხდომაზე, რა თქმა უნდა მანამდე თუ არ მოახერხა სუს-მა საკრებულოს წევრებზე ხელების გადაგრეხა. დამატებით გაცნობებთ, რომ, ამ წუთებშიც მიმდინარეობს საკრებულოს წევრებზე ზეწოლა. მათ საცხოვრებელ სახლებში მიაკითხეს გასანეიტრალებლად.