გაზიარება
UNM UNM
მედია - 09:34 / 31 აგვისტო 2016

შეხვედრა სოფელ გულგულას მოსახლეობასთან

31 აგვისტო 2016

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახმეტა - თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შაქრო ტერტერაშვილი და ენმ-ის თელავი - ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი სოფელ გულგულას მოსახლეობას შეხვდნენ და მათ პრობლემებს გაეცნენ. მაცხოვრებლების თქმით, ხელისუფლების დაპირების მიუხედავად, მათთვის წყლის; გზისა და გარე განათების პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. 

ახმეტა - თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა [შაქრო ტერტერაშვილი] ადგილობრივებს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პრობლემების მოგვარებას დაპირდა.