გაზიარება
UNM UNM
მედია - 23:41 / 22 აგვისტო 2016

შაქრო ტერტერაშვილი ახმეტის საკოლმეურნეო ბაზარში მოსახლეობას შეხვდა

22 აგვისტო 2016

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შაქრო ტერტერაშვილი კარდაკარის პროგრამით მოსახლეობას ახმეტის საკოლმეურნეო ბაზარში შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, გაუფასურებული ლარი; გაზრდილი ფასები და შემცირებული ვაჭრობაა ის, სადაც ყველაზე კარგად იგრძნობა მილიარდელი ბიძინა ივანიშვილის მავნებელი მთავრობის მმართველობის მეოთხე წელი.

ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი [შაქრო ტერტერაშვილი] მოსახლეობას არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პრობლემების მოგვარებას დაპირდა.