გაზიარება
UNM UNM
მედია - 15:43 / 25 აპრილი 2016

სახურავების გადაუჭრელი პრობლემა სოფელ მეტეხში

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კასპის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნუგზარ ნონიაშვილი და საკრებულოს დეპუტატი  რობერტ კავთიაშვილი სადგურ მეტეხის მოსახლეობას შეხვდნენ და არსებულ პრობლემებს გაეცნენ. მოსახლეობის თქმით, მათთვის დღემდე მოუგვარებელ პრობლემად რჩება საცხოვრებელი კორპუსის სახურავები  და რკინიგზის სადგურის არ არსებობა. 

აღსანიშნავია, რომ ამ პრობლემების მოგვარებისთვის აუცილებელი ყველა წინაპირობა კოალიციურ ხელისუფლებას 2012 წელს დახვდა, თუმცა მათ პროექტი არ განახორციელეს.

ენმ-ის კასპის ორგანიზაციის წარმომადგენლები მოსახლეობას დაჰპირდნენ, რომ აღნიშნულ საკითხს საკრებულოს სხდომაზე დააყენებენ და ადგილობრივ ხელისუფლებას ამ პრობლემის მოგვარებას  მოსთხოვენ.