გაზიარება
UNM UNM
მედია - 14:02 / 16 აპრილი 2016

საოლქო-საარჩევნო კომისიის ოცნებიზაციის მცდელობა წალენჯიხაში

"ქართული ოცნება" წალენჯიხის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ ქეთო მოსიძის გაყვანას ცდილობს. ამ მიზნით კომისიის შემადგენლობიდან გავიდა ახლად არჩეული ფიქრია კვირიკაძე, შემდგომ კი ცესკომ ახალ წევრად ,,ქართული ოცნების" აქტივისტი ქეთო მოსიძე აირჩია.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ 2012-2014 წწ ქეთო მოსიძე მთელი ოჯახით იყო ჩართული ,,ქართული ოცნების" საარჩევნო საქმიანობაში, რისთვისაც მისი მეუღლე და შვილი უკვე დაასაქმეს გამგეობაში.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წალენჯიხის ორგანიზაციის თავმჯდომარე ავთანდილ გაბელია აღნიშნავს, რომ ქეთო მოსიძე ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთი აგრესიული წევრი გახლდათ, რომელიც წინა არჩევნებზე ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი გახლდათ საოლქო-საარჩევნო კომისიაში. კომისიის თავმჯდომარედ მისი დანიშვნის მცდელობა მიუთითებს, რომ ,,ქართული ოცნება" არჩევნების გასაყალბებად ემზადება, მაგრამ მათ ეს არ გაუვათ, რადგანაც ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მზადაა ამ საფრთხის საპასუხოდ და ამისთვის საკმარისი რესურსიც გააჩნია.