სანდრა რულოვსმა ზუგდიდში წინასაარჩევნო შეხვედრები გამართა
4 სექტემბერი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ზუგდიდის სხვადასხვა სოფელში წინასაარჩევნო შეხვედრები გამართა და მოსახლეობას ენმ-ის პროგრამასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
ამასთან, სანდრა რულოვსმა მაცხოვრებლებს ზუგდიდის თემის გამგებლობის კანდიდატი ბესიკ გაბუნია წარუდგინა.
შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ზუგდიდის თემის გამგებლის არჩევნები ტარდება, სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან კენჭს ზუგდიდის საკრებულოს წევრი ბესიკ გაბუნია იყრის.
.