გაზიარება
UNM UNM
მედია - 21:44 / 21 სექტემბერი 2016

სანდრა რულოვსმა სოფელ შამგონას მოსახლეობა მოინახულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატთან ბესიკ გაბუნიასთან ერთად სოფელ შამგონას მოსახლეობა მოინახულა და მათ პრობლემებს გაეცნო. 

ადგილობრივებისთვის მთავარი პრობლემა უმუშევრობაა, ასევე მოსახლეობა მათი სოციალური პირობების გაუარესებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ ენმ-ის მხარდამჭერთა უმრავლესობას სოციალური დახმარება მოუხსნა.

სანდრა რულოვსმა ამომრჩევლებს პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პრობლემების მოგვარებას დაპირდა.