გაზიარება
UNM UNM
მედია - 09:27 / 1 ოქტომბერი 2016

სანდრა რულოვსმა სოფელ ჭაქვინჯის მოსახლეობა მოინახულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სანდრა რულოვსი სოფელ ჭაქვინჯის მაცხოვრებლებს შეხვდა და მათ სოციალურ/ეკონომიკურ პრობლემებს გაეცნო.

მოსახლეობას განსაკუთრებით ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ მათთვის სოციალური სტატუსის მოხსნა და მოუწესრიგებელი გზები აწუხებს, ასევე გაზიფიკაცია, რომელიც, მათი თქმით, ხელისუფლების დაპირების მიხედვით ახლა სოფელში დასრულებული უნდა იყოს, თუმცა არც დაწყებულა.

შეხვედრისას სანდრა რულოვსმა ადგილობრივებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო პროგრამა გააცნო, რომლის საშუალებითაც, მისი თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პარტია მათ კრიზისიდან გამოყვანას შეძლებს.

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩეველს 8 ოქტომბერს მათთან ერთად არჩევნებში გამარჯვება უსურვა.