გაზიარება
UNM UNM
მედია - 00:28 / 6 სექტემბერი 2016

სანდრა რულოვსის შეხვედრა ჯიხაშკარის მოსახლეობასთან

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ზუგდიდის რაიონის სხვადასხვა სოფელში მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. 

ამასთან, სოფელ ჯიხაშკარში შეხვედრის დასრულებისას, ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წევრებმა პროვოკაციის მოწყობის მიზნით სანდრა რულოვსს "ორგანოებით მოვაჭრე" უწოდეს და შეხვედრის ჩაშლა სცადეს, თუმცა მოსახლეობამ მათ ამის საშუალება არ მისცა.