სამტრედიის მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ყოფილი ბალნეოლოგიური კურორტის ტერიტორიაზე ჩასახლებულ დევნილებს შეხვდნენ
სამტრედიის მერობის კანდიდატი მამუკა ბიბილეიშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ემზარ შუბლაძე და აკაკი მინაშვილი, კარდაკარის ფარგლებში, ყოფილი ბალნეოლოგიური კურორტის ტერიტორიაზე ჩასახლებულ დევნილებს შეხვდნენ.
კანდიდატებმა მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამა გააცნეს და პირადად მოისმინეს ინფორმაცია მათი პრობლემების შესახებ და გამარჯვების შემთხვევაში, აღნიშნული საკითხების მოგვარებას დაჰპირდნენ.