გაზიარება
UNM UNM
მედია - 14:29 / 19 აგვისტო 2016

სამტრედიაში არჩევნების გაყალბებისთვის ემზადებიან

სამტრედიაში საარჩევნოდ დიდი გაყალბებისთვის ემზადებიან. როგორც სარწმუნო წყაროდან გახდა ცნობილი, სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიას, "ქართული ოცნების" შტაბიდან იმ პირებისა მზა სია გადაეგზავნა, რომლებიც საუბნო საარჩევნო კომისიების ექვს ვაკანტურ თანამდებობაზე უნდა აირჩიონ.

კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული წევრები, დღეს 16:00სთ-ზე დანიშნულ საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე კონკურსის წესით უნდა აირჩიონ. კომისიის წევრთა უმრავლესობა მზად არის "ქართული ოცნების" დავალება შეასრულოს და საუბნო საარჩევნო კომისიები მათი აქტივით დაკომპლექტონ, რაც საშუალებას მისცემთ საარჩევნო უბნებზე გაყალბების გზით მიიღონ სასურველი შედეგი.

ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაცია მივმართავთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა საარჩევნო სუბიექტს და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, აღნიშნულ პროცესზე მკაცრი მონიტორინგი განახორციელონ.