გაზიარება
UNM UNM
მედია - 16:04 / 13 მაისი 2016

სამართალდამცავ უწყებას გულგრილობასა და დანაშაულის დამალვის მცდელობაში ადანაშაულებს რაულ თავართქილაძე.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი პროკურატურას და შინაგან საქმეთა მინისტრს საჯაროდ მიმართავს და დანაშაულის დროულ გამოძიებას ითხოვს. რაულ თავართქილაძე ამბობს, რომ ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში, 10 დღის წინ მომხდარი კონფლიქტისას, ორი ახალგაზრდა ცივი იარაღით დაიჭრა. მისივე მტკიცებით, პოლიციამ ფაქტი დამალა, პროკურატურას კი გამოძიება ამ დრომდე არ დაუწყია. რაულ თავართქილაძე გიორგი მღებრიშვილს ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებს და იმ პირების დასჯას სთხოვს, ვინც საქმეზე რეაგირება არ მოახდინა.