გაზიარება
UNM UNM
მედია - 15:40 / 24 ივნისი 2016

საბიუჯეტო ცვლილებები ფოთში

ფოთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, ერთიანი ნააციონალური მოძრაობის წევრებმა ირაკლი დუნდუამ და გიორგი შამუგიამ მხარი არ დაუჭირეს ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს. მათი განცხადებით აღნიშნული ცვლილებები ძირითადად ეხება სახელფასო ფონდების გაზრდას რაც წინასაარჩევნოდ ხმების მოზიდვისთვის გამოიყენება. მნიშვნელოვანია ის, რომ ცვლილებების შედეგად ააიპ-ებისთვის გამოყოფილი თანხები საკმარისი მხოლოდ ოქტომბრის ჩათვლით არის, შემდეგ კი გაურკვეველია რა სახსრებით უნდა გააგრძელონ მათ საქმიანობა. აღნიშნულო ცვლილებები ასევე გამოწვეულია ხელისუფლების უნიათობით რადგან მათ სწორად ვერ დაგეგმეს ბიუჯეტი. ასევე აღსანიშნავია ის, რომ ხელისუფლება ზრდის წარმომადგენლობით ხარჯებს ნაცვლად იმისა, რომ დაეხმაროს შეჭირვებულ მოსახლეობას. აღნიშნული ცვლილებები ცხადყოფს, რომ ხელისუფლება მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე ზრუნავს და არა მოსახლეობაზე.