გაზიარება
UNM UNM
მედია - 00:16 / 24 სექტემბერი 2016

რულოვსი: ენმ-ის პროექტების მშენებლობის შეჩერება რომ არა, ანაკლია-განმუხურში ახლა ათიათასობით სამუშაო ადგილი იქნებოდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა განმუხური - ანაკლიის ხიდზე ჟურნალისტებთან გაჩერებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

სანდრა რულოვსის თქმით, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ანაკლია - განმუხურში ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა/დაიწყო, თუმცა დაწყებული პროექტების მშენებლობა ახლა ქართული ოცნების მიერაა შეჩერებული. 

,,წყალს მიაქვს ბულვარი, რადგან ეროზიას აქვს ადგილი. ჩვენ [ერთიანი ნაციონალური მოძრაობა] ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩასატარებლად გამოცხადებული გვქონდა ტენდერი, თუმცა ახალმა ხელისუფლებამ [ქართული ოცნება] გააუქმა.

დაწყებული პროექტების მშენებლობის შეჩერება რომ არა, ამ რეგიონში ახლა ათასობით და ათიათასობით სამუშაო ადგილი იქნებოდა,“- განაცხადა რულოვსმა.