გაზიარება
UNM UNM
მედია - 21:23 / 6 ივლისი 2016

,,რევოლუცია-2" ნაციონალურმა მოძრაობამ ახალი ეკონომიკური გეგმა წარადგინა

"რევოლუცია 2"–ასეთი შეფასება მისცა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ ახალ ეკონომიკურ პროგრამას. მისი განცხადებით, ეს არის ქვეყნის  ეკონომიკური  გეგმა, რომლითაც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა იქნება  შესაძლებელი.

  “ეს  არის  ქვეყნის  კრიზისიდან  გამოყვანის  სერიოზული  გეგმა,  რომელიც   ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრის  სოციალურ  პრობლემას. ეს  არის  გეგმა, თუ  როგორ  უნდა დავამარცხოთ  საქართველოში  უმუშევრობა  და შეიქმნას  ათასობით   სამუშაო ადგილი.  ეს არის  რეალისტური  პროგრამა  და არა ფუჭი დაპირებები. "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეძლო და  შევარდნაძის დროინდელი, 7 ლარიანი საქართველო მოიყვანა  აქამდე’’–განაცხადა რომან  გოცირიძემ.

მისივე განცხადებით, ნომერ პირველი პრობლემა უმუშევრობაა, ამიტომ დასაქმებასა და სამუშაო ადგილების შექმნას პროგრამაში პირველი ადგილი უჭირავს. შემდეგ არის შემოსავლების და მოგების გადასახადების 10%–მდე შემცირება, ბრძოლა ბიუროკრატიასთან და ზედმეტ რეგულაციებზე უარის თქმა. გოცირიძის განცხადებით, ახალი ხელისუფლების პირობებში ბინზესს ბევრი შემაფერხებელი ფაქტორი აქვს, რაც უნდა შეიცვალოს, რომ მოხდეს განვითარება.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა რომან გოცირიძემ, პეტრე ცისკარიშვილმა და გია თევდორაძემ პროგრამა ქუთაისელ ამომრჩევლებს გააცნეს. მათი განცხადებით, საპარალამენტო არჩევნების შედეგები მათ გეგმის განხორციელების შესაძლებლობას მისცემთ. 

   შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა და მას ესწრებოდნენ, როგორც რიგითი მოქალაქეები ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.